გრძელი რიგები გუდაურში - მთის კურორტების განვითარების კომპანია დამსვენებლებს მოუწოდებს | Allnews.Ge

გრძელი რიგები გუდაურში - მთის კურორტების განვითარების კომპანია დამსვენებლებს მოუწოდებს

გუდაურში საბაგიროთი სარგებლობის მსურველთა გრძელი რიგებია, რომლის ამსახველ ფოტომასალასაც "ბიზნესპრესნიუსი" ავრცელებს.

როგორც მთის კურორტების განვითარების კომპანიაში განმარტავენ, რიგები დამსვენებელთა დიდი ნაკადის გამოა გამოწვეული.

"ბოლო რამდენიმე წელია, იანვარში დამსვენებელთა რიცხოვნობა პიკს აღწევს, სწორედ ამიტომ საბაგიროსთან ასეთი რიგებია ხოლმე. ხალხის რაოდენობის ზრდა გუდაურში დეკემბრის ბოლოდან დაიწყო და ახლაც დამსვენებლთა დიდი ნაკადია ჩასული, მაგალითად, იანვრის დასაწყისში სასტუმროები სრულად იყო დაჯავშნილი", - განმარტავენ კომპანიაში.

მთის კურორტების განვითარების კომპანია დამსვენებლებს მოუწოდებს, რომ შარშან გახსნილი ახალი საბაგიროთიც ისარგებლონ, რომელსაც რიგების განტვირთვა შეუძლია.

მთის კურორტებზე სეზონი 10 დეკემბერს გაიხსნა, სეზონის დასრულება კი ამინდზეა დამოკიდებული, ჯერჯერობით მეტეოროლოგიური პირობები დამსვენებელთა რაოდენობის ზრდას ხელს უწყობს.

myquiz