60 სექს-მუშაკი და ნარკოტიკები - კოლუმბიური კომპანია ტურისტებს უჩვეულო საახალწლო ტურს სთავაზობს | Allnews.Ge

60 სექს-მუშაკი და ნარკოტიკები - კოლუმბიური კომპანია ტურისტებს უჩვეულო საახალწლო ტურს სთავაზობს

60 სექს-მუშაკი, დიდი ოდენობით ნარკოტიკები და ალკოჰოლი - კოლუმბიური კომპანია Sex Island ტურისტებს კარიბის კუნძულებზე უჩვეულო ოთხდღიან საახალწლო ტურს სთავაზობს.

The Sun-ის ინფორმაციით, 30-კაციანი კერძო კრუიზი ჩვეულებრივზე უფრო იაფი - 5 ათასი დოლარი ღირს. ფასში შედის წვეულებები, შოუ-პროგრამები, ულიმიტო სასმელი, საკვები და პრეზერვატივები.

Sex Island-ის წარმომადგენელთა თქმით, შედარებით დაბალი ფასი საშუალო კლასის წარმომადგენლებზეა გათვლილი. გასულ წელს ნიუ-იორკელმა ბანკირებმა და აზიელმა მაგნატებმა ბილეთში 10-10 ათასი დოლარი გადაიხადეს.

myquiz