ტბა ტაილანდში, რომელიც ყოველ წელს ვარდისფრად იღებება - იხილეთ ფოტოები | Allnews.Ge

ტბა ტაილანდში, რომელიც ყოველ წელს ვარდისფრად იღებება - იხილეთ ფოტოები

ყოველ ზამთარს მტკნარი წყლის ტბა ჩრდილო-აღმოსავლეთ ტაილანდში წითელი ლოტუსის ყვავილის აყვავების შედეგად ვარდისფრად იღებება. შესაბამისად ეს ადგილი ცნობილია, როგორც წითელი ლოტუსის ზღვა. ლოტოსის ყვავილობა სამი თვის განმავლობაში, დეკემბრიდან თებერვლის ჩათვლით, გრძელდება. მის სანახავად ქვეყნისა და მსოფლიოს მასშტაბით ათასობით ტურისტი უდონტჰანის პროვინციაში ჩადის.

ამ წელს წყლის მცენარემ ახლახანს დაიწყო ტბის ვარდისფრად დაფარვა, რომლის სიგრძე 15 კილომეტრი, სიგანე კი 5 კილომეტრია.

"ტურისტებს ნავის დაქირავება შეუძლიათ, რათა ლოტოსის ყვავილი ახლოდან ნახონ და ბუნების მშვენიერებით დატკბნენ, დააკვირდნენ ტბაში მობინადრე თევზებს და გაშლილ ლოტოსებს. გასათვალისწინებელია, რომ ლოტოსი სრულად გაშლილი დილის 6 საათიდან ნაშუადღევის ჩათვლითაა"- განაცხადეს ტაილანდის ტურიზმის სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

გარდა ამისა, წითელი ლოტოსის ზღვის რეგიონმა თავისი არქეოლოგიური ღირსშესანიშნაობებითაც უნდა იამაყოს, რომლებსაც "იუნესკო" იცავს, რადგან, როგორც ცნობილია, აქ ბრინჯაოს ხანის პირველი ცივილიზაციაა აღმოჩენილი.

myquiz