რას გულისხმობს ჩაის დატოვების ტრადიცია და საიდან მოდის იგი? | Allnews.Ge

რას გულისხმობს ჩაის დატოვების ტრადიცია და საიდან მოდის იგი?

მომსახურე პერსონალისთვის ჩაის დატოვების ტრადიცია ინგლისში ჩაისახა და შემდეგ მთელს მსოფლიოს მოედო. მაგრამ საინტერესოა რატომ ტოვებს ზოგიერთი ადამიანი გულუხვ ჩაის, ზოგიერთი კი არა და რატომ ითვლება ზოგიერთ ქვეყანაში მომსახურების სფეროს პერსონალისთვის დამატებით ანაზღაურების მიცემა ცუდ ტონად?

ჩაის დატოვების ტრადიცია XVI საუკუნის ინგლისიდან მოდის. სწორედ მაშინ ინგლისელებს ჩაის სმის ტრადიციაც ჩამოუყალიბდათ და თუ სტუმრები ღამისთევით რჩებოდნენ, ფულს მასპინძლის მომსახურე პერსონალს უტოვებდნენ.

ჩაის დატოვების ფენომენი უკვე დიდი ხანია მკვეთრ ინტერესს იწვევს ეკონომისტებში: დამატებით ფულის გადახდა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ამას კანონი არ გვავალდებულებს თითქოსდა ჩვენს ინტერესებს უნდა ეწინააღმდეგებოდეს.

თუ ბევრს მოგზაურობთ, შენიშნავდით, რომ ყველა ქვეყანაში ამ საკითხთან დაკავშირებით ინდივიდუალური წესებია შემუშავებული.

მაგალითად, ამერიკის შეერტებულ შტატებში ოფიციანტს მოსული ნაგრაშის 15-25%-ს უტოვებენ, ბრაზილიაში-10%-ს, შვედეთში კი-5-10%-ს.

ჩაის დატოვების კუტურა აღმოსავლეთში მკვეთრად განსხვავდება იმისგან რაც დამკვიდრებულია დასავლეთის ქვეყნებში. მაგალითისთვის ცხადი არ არის სიტუაცია იაპონიაში.

საყოველთაოდ მიღებული შეხედულება ასეთია: ამ ქვეყანაში ჩაის არ ტოვებენ. თუ წასვლისას ფულს მაგიდაზე დატოვებთ, დიდია ალბათობაა იმის, რომ მიმტანი დარჩენილი ხურდის დასაბრუნებლად უკან დაგედევნებათ.

"კვლევებმა აჩვენა, რომ ის ერები, რომლებიც ექსტროვერსიის შკალაზე მაღალ შეფასებას იღებენ, გაცილებით გულუხვ ჩაის ტოვებს"- აღნიშნავს კორნელის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი კვების მენეჯმენტის პროფესორი მაიკლ ლინი.

თუმცა, ეროვნული ხასიათის სპეციფიკური თავისებურებები ერთადერთი განმაპირობებელი ფაქტორი არ არის იმის თუ რატომ არის მიღებული ზოგიერთ ქვეყანაში გაწეული სამსახურისთვის მადლიერება ფულით გამოვხატოთ ზოგიერთში კი არა.

ამ შემთხვევაში განსაკუთრებულ როლს სოციალური ნორმები, ანაზღაურებას შორის სხვაობა და მომსახურებისთვის დამატებითი გადასახადის გადახდის ტრადიციაც თამაშობს.

დამატებითი ფულადი ანაზღაურების პრაქტიკა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვნად დაკავშირებულია ეკონომიკასთან, თუმცა, პროფესორ ლინის მოსაზრებით, არსებობს სრულიად განსაზღვრული მიზეზი იმის თუ რატომ შეიძლება დავტოვოთ ჩაი.

ეს არის ან მომსახურე პერსონალის მოტივირება რათა მომავალში უკეთ მოგემსახურონ ან მადლობის ჟესტი სათანადოდ გაწეული მომსახურებისთვის, ან გარშემომყოფთაგან დაფასების მიღებაა.

თუმცა პროფესორი ლინის თქმით, უკანასკნელმა კვლევებმა აჩვენა, რომ ჩაის დატოვების ძირითადი მიზეზი უკვე არსებული წესების პატივისცემა და კრიტიკის თავიდან აცილებაა.

myquiz