10 უცნაური მოვლენა, რომელსაც სამხრეთ კორეაში გადააწყდებით | Allnews.Ge

10 უცნაური მოვლენა, რომელსაც სამხრეთ კორეაში გადააწყდებით

2010 წელს სამხრეთ კორეის დედაქალაქი, 10-მილიონიანი სეული საუკეთესო დიზაინის მქონე დედაქალაქად დასახელდა. თავად კორეელები გასაოცარი ხალხია, რომელმაც გლობალიზაციის მიუხედავად არაერთი უნიკალური ტრადიციის შენახვა შეძლო. ევროპელ ტურისტებს ზოგი ასეთი ტრადიცია შესაძლოა ძალიან უცნაურად მოეჩვენოს. წარმოგიდგენთ სამხრეთ კორეის 10 ყველაზე უცნაურ მოვლენას:

სამხრეთ კორეაში ძალიან პოპულარულია ტუალეტის თემაზე ხუმრობები

სასაცილო და არც ისე სასაცილო ხუმრობები ტუალეტის თემაზე სამხრეთ კორეაში ფეხის ყოველ ნაბიჯზე შეგვხვდებათ. დეფეკაცია ისეთ სახალისო პროცესად ითვლება, რომ მას მიეძღვნა დიდი პარკი სხვადასხვა მაღალრეალისტური ქანდაკებებითა და ინსტალაციებით. საკონდიტროებში ხშირად ნახავთ ორცხობილას და სხვა ტკბილეულს, რომელიც განავლის სახით არის გაფორმებული. სუვენირების მაღაზიებში ამ თემას ასევე დიდი ყურადღება ეთმობა. ადგილობრივები ამის გამო არანაირ უხერხულობას არ გრძნობენ.

ჩახუტებული მეგობრები

ევროპა უკვე კარგი ხანია გულგრილად უყურებს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში კოცნას, ჩახუტებას და მოფერება, თუკი ამას სხვადასხვა სქესის წარმომადგენლები აკეთებენ. იგივე ქმედება ორმა მამაკაცმა ან ორმა ქალმა რომ გაიმეორონ, მათ ჰომოსექსუალურ წყვილად ჩათვლიან. სამხრეთ კორეაში ამ საკითხს სხვანაირად უყურებენ. საპირისპირო სქესის წარმომდგენლების მხრიდან მოფერება უზრდელობად ითვლება, ერთი და იმავე სქესის წარმომდგენლებს კი შეუძლიათ ხელიხელჩაკიდებულებმა იარონ, ერთმანეთის კალთაში ისხდნენ, ერთმანეთს თმებზეც კი მოეფერონ. ამას საზოგადოების მიმართ უპატივცემულობის გამოვლინებად ან არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ნიშნად არავინ ჩათვლის.

სამხრეთ კორეაში პლასტიკური ოპერაციების ბუმია

სამხრეთ კორეა ერთ სულ მოსახლეზე პლასტიკური ოპერაციების რაოდენობის მიხედვით მსოფლიოს ერთ-ერთ ლიდერად ითვლება. ამ ქვეყანაში იმდენი კარგი პლასტიკური ქირურგია, რომ მათთან უცხოელებიც კი ჩადიან. თანაც, კორეაში აღნიშნული მომსახურება ევროპასთან და აშშ-სთან შედარებით გაცილებით იაფი ღირს. სამხრეთ კორეაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ოპერაცია ქუთუთოების პლასტიკაა. გოგონებიც და ბიჭების წარბშეუხრელად წვებიან პლასტიკური ქირურგის მაგიდაზე იმისთვის, რომ თვალის "ევროპული" ჭრილი მიიღონ.

K-Pop-ის მუსიკა

K-Pop - კორეული პოპ-მუსიკაა. მას არაერთი სპეციფიკური დახასიათება აქვს და ძალიან პოპულარულია არამხოლოდ სამხრეთ კორეაში, არამედ სხვა აზიურ ქვეყნებშიც. შემსრულებლები კონცერტებზე მრავალათასიან აუდიტორიას აგროვებენ, მსმენელებს კი ხშირად ნამდვილი ისტერიკები ემართებათ.

"აჯუმა"

"აჯუმას" სამხრეთ კორეაში მოხუცებულ ქალს უწოდებენ. კორეული კულტურის ერთ-ერთი სპეციფიკური ნიშანი უფროსებისადმი უსაზღვრო პატივისცემაა. ამიტომ მოხუცებულ ქალებს ძალიან მაღალი სტატუსი აქვთ და შეუძლიათ გააკეთონ ყველაფერი, რასაც კი მოისურვებენ. პიკის საათებში საზოგადოებრივ ტრანსპორტში "აჯუმები" არავის არ იმჩნევენ, ვინაიდან ყველამ მათ გზა უნდა დაუთმოს. "აჯუმებს" შეუძლიათ მათზე უმცროსებს ხმამაღალი შენიშვნა მისცენ, ხოლო თუ ახალგაზრდა გოგო ან ბიჭი მათ არ დაუჯერებს, "აჯუმას" შეუძლია შეაფურთხოს კიდეც მათ. ეს აგრესიას ან პროტესტს საერთოდ არ იწვევს.

ალკოჰოლის ბოროტად გამოყენება

სამხრეთ კორეაში ამ პრობლემას უდიდესი მასშტაბები აქვს. ამ თემაზე ჩატარებულ სხვადასხვა რეიტინგებში ქვეყანა ქრონიკულად მოწინავე პოზიციებს იკავებს. სამუშაო დღის დასრულების შემდეგ ქუჩებში უამრავი მთვრალი შეგხვდებათ. მართალია, ისინი ძალიან მშვიდობიანად და კულტურულად იქცევიან და ჩხუბები ძალიან იშვიათად ხდება. კორეული "კორპორატიული კულტურის" მიხედვით, თუ სამსახურის შემდეგ უფროსი თანამშრომლებს დასალევად ეპატიჟება, უარის თქმა უბრალოდ არ შეიძლება.

ერთნაირი ჩაცმულობა - კორეული ახალგაზრდული ტრენდია

თუ მოდის რამდენიმე მიმდევარი ევროპაში სადმე ერთნაირად ჩაცმული გამოცხადდება, ეს სრულ ფიასკოდ ითვლება. სამხრეთ კორეაში კი ეს ძალიან პოპულარული ტრენდია. ახალგაზრდები სპეციალურად ცდილობენ ტყუპებივით ჩაიცვან. ამით ისინი თავიანთ მეგობრობას უსვამენ ხაზს.

რესტორნიდან შეკვეთილი საკვების ძალიან სწრაფი მიწოდება

სხვადასხვა სახის საკვების მიწოდება განვითარებულ ქვეყნებში საკმაოდ მაღალ დონეზეა აყვანილი, მაგრამ სამხრეთ კორეას ამაში ვერავინ გაეჯიბრება. შემკვეთი სატელეფონო საუბრის დასრულებას ვერ ასწრებს, როდესაც კარზე უკვე კურიერის ზარი ისმის. ჭურჭლის რესტორანში დაბრუნება კორეაში ასევე არავის ადარდება. ჭამის შემდეგ ჭურჭელს უბრალოდ შესასვლელ კართან დებენ. მოგვიანებით მოდის კურიერი და გასარეცხი ჭურჭელი ყოველგვარი კითხვების გარეშე მიაქვს.

ძალიან მოკლე ქვედაბოლოები

თქვენ იტყვით, რომ მინი-ქვედაბოლოებით დღეს ვერავის გააკვირვებ, მაგრამ სამხრეთ კორეელ ქალებს ეს ნამდვილად შეუძლიათ. ბევრ ახალგაზრდა ქალს იმდენად მოკლე ქვედაბოლოები აცვია, რომ ქუჩაში ისინი ჩანთებს ან გაზეთებს იფარებენ. ამასთან, საზოგადოება ასეთ მოდას ძალიან მშვიდად უყურებს. მთავარია, რომ ასე ჩაცმული ქალი სადმე "აჯუმას" არ გადაეყაროს.

myquiz