ქვეყანა, სადაც მასწავლებლის საშუალო წლიური ხელფასი 120 000 დოლარი იყო | Allnews.Ge

ქვეყანა, სადაც მასწავლებლის საშუალო წლიური ხელფასი 120 000 დოლარი იყო

წარმოგიდგენთ საინტერესო ფაქტებს შვეიცარიაზე:

1. ალბათ ვერასდროს წარმოიდგენდით, მაგრამ შვეიცარიაში იარაღის ტარების სფეროში ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური კანონი მოქმედებს. 8 მილიონ მოსახლეზე აქ დაახლოებით, 3 მილიონი ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი მოდის.

2. თუმცა, შვეიცარიაში დანაშაულის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

3. შვეიცარიის 8 მილიონიანი მოსახლეობის 23%-ს უცხოელები შეადგენენ.

4. შვეიცარია მხოლოდ მთების ქვეყანა როდია! ქვეყნის სამხრეთში, კერძოდ - ლუგანოს ტბის მიდამოებში პალმების ნახვაც შეიძლება.

5. შვეიცარიაში 4 სახელმწიფო ენა მოქმედებს - გერმანული, ფრანგული, იტალიური და რეტორომანული.

6. კომპანია Economist Intelligence Unit-ის მიერ შექმნილი ცხოვრების ხარისხის ინდექსის მიხედვით, შვეიცარია - საუკეთესო ადგილია, სადაც შეიძლება ადამიანი დაიბადოს. ეს ინდექსი ითვალისწინებს დასაქმების მაჩვენებელს, დანაშაულის დონეს, ცხოვრების ხარისხს, ჯანდაცვის სისტემას, ცხოვრებით კმაყოფილების გრძნობას და ა.შ.

7. შვეიცარიაში 208 მთა არის 3000 მეტრზე მაღალი, ხოლო 24 მთა - 4000 მეტრზე მაღალი.

8. ყველაზე ცნობილი სტერეოტიპი გამართლებულია - უმსხვილეს საექსპორტო საქონელს ნამდვილად შვეიცარიული შოკოლადი წარმოადგენს.

9. ბირთვული ომის შემთხვევისთვის შვეიცარიელებმა ააშენეს ბუნკერები, რომლებშიც ქვეყნის მთელი მოსახლეობა დაეტევა.

10. ასევე, ომის შემთხვევაში, მათ ადვილად შეუძლიათ საკუთარი გზები ასაფრენ ბილიკებად გადააკეთონ.

11. სიჩქარის გადაჭარბებისთვის დაწესებული ჯარიმები,  დამრღვევის შემოსავლებზეა დამოკიდებული. ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთმა შვეიცარიელმა Ferrari-ზე სიჩქარეს გადააჭარბა და ის თითქმის, 250 ათასი დოლარით დააჯარიმეს, რადგან მისი წლიური შემოსავალი 1 მილიონ დოლარს აღწევს.

12. შვეიცარია - მსოფლიოში ერთადერთი ნამდვილად დემოკრატიული ქვეყანაა. აქ ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია ეჭვ ქვეშ დააყენოს ნებისმიერი კანონი და სახელმწიფოს საკონსტიტუციო ცვლილები შესთავაზოს.

13. ოდესმე დაფიქრებულხართ, რას ნიშნავს შვეიცარიული დომენი СН? საქმე ისაა, რომ ქვეყნის ლათინური სახელწოდებაა Confoederatio Helvetica.

14. ისევ შოკოლადს დავუბრუნდეთ... ყოველწლიურად ბერნში მდებარე შოკოლადის ბრენდი Toblerone 7 მილიონ შოკოლადის ფილას აწარმოებს.

15. 2010 წელს შვეიცარიელი მასწავლებლის საშუალო წლიური ხელფასი 120 ათას დოლარს შეადგენდა, აშშ-ში კი მასწავლებლები წელიწადში საშუალოდ, 35 ათას დოლარს იღებენ.

16. სამხედრო სამსახური 18 წელს მიღწეული მამაკაცებისთვის სავალდებულოა. იმის გამო, რომ მამაკაცთა უდიდესი ნაწილი ჯარის რეზერვში ირიცხება, ყველა მამაკაცს სახლში უნდა ჰქონდეს იარაღი და საჭირო ამუნიცია, რათა ნებისმიერ მომენტში მზად იყვნენ მოქმედებისთვის.

17. ბერნში უკვე 500 წელია დგას ძეგლი, რომელზეც მამაკაცი ჩვილ ბავშვებს ჩანთიდან იღებს და ჭამს. თუმცა, არავინ ისიც, რატომ დგას ეს შემზარავი ძეგლი.

18. შვეიცარიულმა არმიამ ყველა პოტენციური უღელტეხილი და გვირაბი აფეთქებისთვის მოამზადა. რატომ? ომის შემთხვევაში შვეიცარია მტერს თავდასხმის ყველა გზას გადაუკეტავს.

19. შვეიცარიაში ქვეყნის მეთაური არ არსებობს. მის მოვალეობებს 7 ადამიანისგან შემდგარი საბჭო ასრულებს.

20. ქვეყანას არ აქვს დედაქალაქი, კონსტიტუციაში ის არაა აღნიშნული. ბერნი კი ქვეყნის მხოლოდ დე-ფაქტო დედაქალაქია.

21. ჟენევაში დგას სამფეხა სკამის უზარმაზარი ძეგლი, რომელიც ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების გამოყენების დაგმობის სიმბოლოა.

22. 1802 წელს შვეიცარიელებმა ნაპოლეონს ომი გამოუცხადეს, მათ შეიარაღებაში მხოლოდ ჯოხები იყო. ვინაიდან ნაპოლეონმა მათ იარაღი წაართვა.

23. სახელგანთქმული შვეიცარიული დანის ერთადერთი ნაწილი, რომელიც ქვეყნის ფარგლებს გარეთ მზადდება, კორპსაძრობია. მას იაპონიაში ამზადებენ.

24. შვეიცარია პაციფისტების ქვეყანა არ გეგონოთ! ქვეყნის ყველაზე ხალხმრავალ დასახლებებში არსებობს ბუნკერები, რომლებიც აგარაკებადაა შენიღბული.