იყალთოს რეაბილიტაციისთვის 3 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო; იწყება ალავერდის ტაძრის დაზიანებული გუმბათის რესტავრაცია - რა დეტალებს ავრცელებს მთავრობა | Allnews.Ge

იყალთოს რეაბილიტაციისთვის 3 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო; იწყება ალავერდის ტაძრის დაზიანებული გუმბათის რესტავრაცია - რა დეტალებს ავრცელებს მთავრობა

სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, იგეგ­მე­ბა იყალ­თოს სა­ეკ­ლე­სიო არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი კომ­პლექ­სის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია. მას­შტა­ბუ­რი სა­მუ­შა­ო­ე­ბის­თვის 3 მი­ლი­ონ ლარ­ზე მეტი გა­მო­ი­ყო. იყალ­თოს სა­ეკ­ლე­სიო არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი კომ­პლექ­სი ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძეს­თან ერ­თად სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის, პარ­ლა­მენ­ტი­სა და ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა მო­ი­ნა­ხუ­ლეს.

რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია ჩა­უ­ტარ­დე­ბა იყალ­თოს სა­ეკ­ლე­სიო არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი კომ­პლექ­სის ფე­რის­ცვა­ლე­ბის გუმ­ბა­თო­ვან ეკ­ლე­სი­ა­სა და აკა­დე­მი­ის შე­ნო­ბას.

“სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე იყალ­თოს სა­ეკ­ლე­სიო არ­ქი­ტექ­ტუ­რულ კომ­პლექსში იმ­ყო­ფე­ბო­და. მთავ­რო­ბის მე­თა­ურს აბბა ალა­ვერ­დელ­მა მიტ­რო­პო­ლიტ­მა და­ვით­მა უმას­პინ­ძლა. პრე­მი­ერ­მა ეკ­ლე­სია და იყალ­თოს აკა­დე­მი­ის ტე­რი­ტო­რია და­ათ­ვა­ლი­ე­რა; ასე­ვე მო­ის­მი­ნა დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია და­გეგ­მილ სა­მუ­შა­ო­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს და­ფი­ნან­სე­ბით ეროვ­ნუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის კა­ტე­გო­რი­ის კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგლს - იყალ­თოს სა­ეკ­ლე­სიო არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი კომ­პლექ­სის ფე­რის­ცვა­ლე­ბის გუმ­ბა­თო­ვან ეკ­ლე­სი­ა­სა და აკა­დე­მი­ის შე­ნო­ბას - რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია ჩა­უ­ტარ­დე­ბა.

iqalto-78456-1720422840.jpg

რეს­ტავ­რა­ცი­ი­სას ფე­რის­ცვა­ლე­ბის გუმ­ბა­თო­ვა­ნი ეკ­ლე­სი­ის სა­ხუ­რა­ვი­დან მო­იხ­სნე­ბა კრა­მი­ტის სა­ფა­რი, გა­სუფ­თავ­დე­ბა კედ­ლე­ბი, და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ად­გი­ლე­ბი შე­ივ­სე­ბა, გა­მაგრდე­ბა სა­ძირ­კვე­ლი, ტაძ­რის პე­რი­მეტრზე მო­ე­წყო­ბა სა­ნი­აღ­ვრე არხი; და­ი­წყე­ბა აკა­დე­მი­ის კედ­ლე­ბის კონ­სერ­ვა­ცია, გა­კეთ­დე­ბა საყ­რდე­ნი კე­დე­ლი.

ძეგლის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის­თვის გა­მო­ყო­ფი­ლია 3 073 219 ლარი“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია მთავ­რო­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­ეკ­ლე­სიო კომ­პლექ­სის გარ­და, მიმ­დი­ნა­რე­ობს სტი­ქი­ის შე­დე­გად და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ალა­ვერ­დის სა­კა­თედ­რო ტაძ­რის აღ­დგე­ნის სა­მუ­შა­ო­ე­ბიც.

ამ დრო­ის­თვის ალა­ვერ­დის ეპარ­ქი­ი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს შე­თან­ხმე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს ტაძ­რის გუმ­ბა­თის ირ­გვლივ ხა­რა­ჩოს აგე­ბა, რის შემ­დე­გაც სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი გუმ­ბა­თის რეს­ტავ­რა­ცი­ას და­ი­წყე­ბენ.

“სტი­ქი­ით გა­მოწ­ვე­უ­ლი ზი­ა­ნი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს არ­ქი­ტექ­ტორ-რეს­ტავ­რა­ტო­რე­ბი­სა და კონ­სტრუქ­ტო­რე­ბის ჯგუფ­მა შე­ა­ფა­სა. ძლი­ე­რი ქა­რის შე­დე­გად გა­დახ­დი­ლია გუმ­ბა­თის თუ­ნუ­ქის სა­ფა­რი, და­ზი­ა­ნე­ბუ­ლია კრა­მი­ტის სა­ხუ­რა­ვი, ჩამ­სხვრე­უ­ლია ტაძ­რის და­სავ­ლე­თი მხა­რი­სა და გუმ­ბა­თის სარ­კმლე­ბი, და­ზი­ა­ნე­ბუ­ლია სამ­რეკ­ლოს თუ­ნუ­ქი­სა და სა­ე­პის­კო­პო­სო სახ­ლის სა­ხუ­რა­ვე­ბი, ჩა­მოშ­ლი­ლია სა­სახ­ლის აი­ვა­ნი, ტაძ­რის გუმ­ბა­თი­დან ჩა­მო­ვარ­დნი­ლია ჯვა­რი და და­ზი­ა­ნე­ბუ­ლია მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ის ინფრას­ტრუქ­ტუ­რა.

ალა­ვერ­დის სა­კა­თედ­რო ტა­ძა­რი სა­ქარ­თვე­ლო­ში კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგლის სტა­ტუ­სის მქო­ნე ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი ეკ­ლე­სი­აა“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ მიმ­დი­ნა­რე წლის ივ­ნის­ში, ალა­ვერ­დის ტაძ­რის მიმ­დე­ბა­რედ წარ­მოქ­მნილ­მა ქარ­ბორ­ბა­ლამ ალა­ვერ­დის მო­ნას­ტრის გუმ­ბა­თი და­ა­ზი­ა­ნა. უა­მინ­დო­ბის შე­დე­გად გა­ნად­გურ­და მო­ნას­ტრის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­აც. თვითმხილ­ვე­ლე­ბის თქმით თქმით ქარ­ბორ­ბა­ლა ალა­ვერ­დის ტაძ­რის მიმ­დე­ბა­რედ რამ­დე­ნი­მე წუთი გრძელ­დე­ბო­და რის შე­დე­გა­დაც და­ზი­ან­და ტაძ­რის გუმ­ბა­თი და სხვა ინფრას­ტრუქ­ტუ­რა, ასე­ვე გამ­ვლე­ლის ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბი.

myquiz