"უამრავი თოჯინა მაქვს შექმნილი, ისინი “საქართველოსა და მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში "ცხოვრობენ"- ასურეთელი მეთოჯინე | Allnews.Ge

"უამრავი თოჯინა მაქვს შექმნილი, ისინი “საქართველოსა და მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში "ცხოვრობენ"- ასურეთელი მეთოჯინე

დღეს ქარ­თვე­ლი მე­თო­ჯი­ნე ქე­თე­ვან ოთა­რაშ­ვი­ლი უნდა გა­გაც­ნოთ. "ყვე­ლა ახა­ლი თო­ჯი­ნა წი­ნა­ზე მე­ტად მიყ­ვარს" - ამ­ბობს ქალ­ბა­ტო­ნი ქე­თე­ვა­ნი და სა­კუ­თა­რი ცხოვ­რე­ბის ამ­ბავს გვიყ­ვე­ბა.

- ქალ­ბა­ტო­ნო ქე­თე­ვან, გვი­ამ­ბეთ თქვენს შე­სა­ხებ…

metojine1111-60521-1708502100.jpg

- მე ვარ ქე­თე­ვან ოთა­რაშ­ვი­ლი, 54 წლის. ვარ თვით­ნას­წავ­ლი მე­თო­ჯი­ნე. და­ვი­ბა­დე თი­ა­ნეთ­ში, ამ­ჟა­მად ვცხოვ­რობ თეთ­რი­წყა­როს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, ასუ­რეთ­ში. დამ­თავ­რე­ბუ­ლი მაქვს მოსე თო­ი­ძის სახ. სამ­ხატ­ვრო სას­წავ­ლე­ბე­ლი. მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ვხა­ტავ­დი, ვქსოვ­დი, ვკე­რავ­დი, ვა­კე­თებ­დი სამ­კა­უ­ლებს და სხვა­დას­ხვა აქ­სე­სუ­ა­რებს. მი­მაჩ­ნია, რომ ეს გე­ნე­ტი­კუ­რად გად­მო­მე­ცა, რად­გან ჩემი მშობ­ლე­ბი და წი­ნაპ­რე­ბი გა­მორ­ჩე­უ­ლი იყ­ვნენ ხელ­საქ­მის სიყ­ვა­რუ­ლით.

- გვა­ინ­ტე­რე­სებს, რა არის თქვე­ნი ძი­რი­თა­დი საქ­მი­ა­ნო­ბა და სა­ი­დან წა­მო­ვი­და თო­ჯი­ნე­ბის დამ­ზა­დე­ბის იდეა?

tojina3456-60581-1708502127.jpg

- ამ­ჟა­მად სახ­ლში ვმუ­შა­ობ და ჩემს საქ­მეს ინ­ტერ­ნე­ტით ვუ­კე­თებ რე­ა­ლი­ზე­ბას. თო­ჯი­ნე­ბის დამ­ზა­დე­ბა და­ვი­წყე 90-იან წლებ­ში. მა­შინ ძა­ლი­ან ახალ­გაზ­რდა ვი­ყა­ვი და იმ ბნელ პე­რი­ოდ­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო ეს საქ­მე. ძი­რი­თა­დად ვმუ­შა­ობ­დი ღამე, ლამ­პის შუქ­ზე და მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლაფ­რი­სა, ეს პე­რი­ო­დი სა­სი­ა­მოვ­ნო მო­გო­ნე­ბად დარ­ჩა მეხ­სი­ე­რე­ბა­ში. პირ­ვე­ლი თო­ჯი­ნე­ბი ასე­თი სრულ­ყო­ფი­ლი არ ყო­ფი­ლა, მაგ­რამ ეს საქ­მე გან­ვა­ახ­ლე 2014 წელს, ინ­ტერ­ნეტ­მა მომ­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა, ბევ­რი რამ მეს­წავ­ლა სრუ­ლი­ად უფა­სოდ. თა­ვი­დან ვბა­ძავ­დი სხვა მე­თო­ჯი­ნე­ებს, შემ­დეგ ნელ-ნელა სა­კუ­თა­რი სტი­ლით გა­ვაგ­რძე­ლე მუ­შა­ო­ბა. უამ­რა­ვი თო­ჯი­ნა მაქვს შექ­მნი­ლი და ისი­ნი "ცხოვ­რო­ბენ“ სა­ქარ­თვე­ლო­სა და მსოფ­ლი­ოს არა­ერთ ქვე­ყა­ნა­ში. იხილეთ სრულად

myquiz