როგორ იქცა კულინარი ბებო აზერბაიჯანული სოფლიდან სოციალური ქსელების ვარსკვლავად, რომლის ვიდეოებსაც მილიონობით ნახვა აქვს | Allnews.Ge

როგორ იქცა კულინარი ბებო აზერბაიჯანული სოფლიდან სოციალური ქსელების ვარსკვლავად, რომლის ვიდეოებსაც მილიონობით ნახვა აქვს

ეს ქალბატონი აუდიტორიას კულინარიულ რეცეპტებს უზიარებს, ცეცხლზე მომზადებულ სხვადასხვა კერძს სთავაზობ, გადმოსცემს სოფლის ატმოსფეროს და ყველაზე ცუდი გურმანების ყურადღებასაც კი იპყრობს. ამ დროისთვის მის ვიდეო ბლოგს იუთუბზე 6 მილიონზე მეტი ჰყავს და ეს რიცხვი ყოველდღიურად იზრდება.

პოპულარულ ვიდეოებს კი მილიონობით ნახვა აქვს.ვიდეოების ავტორი და მემონტაჟე ცნობილი აზერბაიჯანელი ქალის შვილი, ამირასლან რამიხანოვია, რომელიც თითქმის ყოველთვის კულისებს მიღმაა. მან ჟურნალისტებთან ბლოგის შექმნის იდეაზე ისაუბრა, ასევე მოულოდნელ რეიტინგზე, ასევე გამომწერებს სოფლის ცხოვრების შესახებ გაუზიარა ინფორმცია.

"დავიბადე და ვცხოვრობ გუსარში, სოფელ გილში. პროფესიით შეფ-მზარეული ვარ. პანდემიამდე ბაქოში ვმუშაობდი, მაგრამ კარანტინმა უმუშევროდ დამტოვა. 2019 წელს დედაჩემთან, აზიზა ხანუმთან ერთად, ბლოგი გავაკეთე, თუმცა, გადატვირთული გრაფიკის გამო, ბოლომდე ვერ ჩავერთე. მერე, მოულოდნელად გამოჩენილი თავისუფალი დროის გამო, მომეცა შესაძლებლობა მასთან ერთად ვაკეთოს ეს საინტერესო საქმე. დედაჩემი ძალიან დაკავებულია, გარდა იმისა, რომ სახლის საქმეებს უძღვება, ცხოველები და ბაღიც მისი მოსავლელია, თუმცა, მიუხედავად ამისა, მაინც პოულობს დროს ჩვენი ბლოგისთვის", - ამბობს ამირასლანი.

შვილის თქმით, დედამ სიამოვნებით გაიზიარა შვილის იდეა, იუთუბზე ეცადა თავი, ამიტომ მისი დაყოლიება არ გასჭირვებია, მართლაც ეს საკმაოდ საინტერესო შემოქმედებითი ტანდემი აღმოჩნდა. წარმატებამ არ დააყოვნა და ყოველი ახალი ატვირთული ვიდეო გამომწერების რაოდენობის ზრდას იწვევს. ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთმა ფეისბუქ გვერდმა 25 მილიონიანი აუდიტორიით, გაავრცელა ვიდეო კლიპი, რომელშიც აზიზა ხანუმი კუტაბებს ამზადებს. ამირასლანი ამბობს, რომ ამ გვერდის მოდერატორი მას ელექტრონული ფოსტით დაუკავშირდა და არხის სახელის მითითებით სამი ვიდეოს გამოყენების ნებართვა სთხოვა, რასაც იგი სიხარულით დათანხმდა. იხილეთ სრულად

myquiz