როგორი იქნება ნარიყალას ციხე რეაბილიტაციის შემდეგ და რა დაუჯდება პროექტი თბილისის მერიას? | Allnews.Ge

როგორი იქნება ნარიყალას ციხე რეაბილიტაციის შემდეგ და რა დაუჯდება პროექტი თბილისის მერიას?

თბი­ლი­სის მე­რია ნა­რი­ყა­ლას ცი­ხის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას იწყებს. თბი­ლი­სის გან­ვი­თა­რე­ბის ფონდმა აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით ტენ­დე­რი უკვე გა­მო­ა­ცხა­და. სა­ტენ­დერო დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის მი­ხედ­ვით, პრო­ექ­ტი 2-წლი­ა­ნია და რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია 2025 წელს დას­რულ­დე­ბა. ჯამ­ში სა­მუ­შა­ო­ე­ბი 13 162 286 ლარი დაჯ­დე­ბა, კერ­ძოდ, 2024 წელს გა­მო­ი­ყო­ფა - 5,268,648 ლარი, 2025 წელი კი 7,893,638 ლარი.

შეს­ყიდ­ვე­ბის სა­ა­გენ­ტოს ვებგ­ვერ­დზე გან­თავ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ხედ­ვით, ტენ­დერ­ში წი­ნა­და­დე­ბე­ბის მი­ღე­ბა 11 თე­ბერ­ვალს და­ი­წყე­ბა და 16 თე­ბერ­ვალს დას­რულ­დე­ბა. დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის მი­ხედ­ვით, პრე­ტენ­დენ­ტმა სა­მუ­შა­ო­ე­ბი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­ფორ­მე­ბი­დან არა­უგ­ვი­ა­ნეს 18 თვე­ში უნდა და­ას­რუ­ლოს.

ნა­რი­ყა­ლას ცი­ხის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის და­წყე­ბა­ზე თბი­ლი­სის მერ­მა კახა კა­ლა­ძემ გან­ცხა­დე­ბა გა­სუ­ლი წლის მი­წუ­რულს გა­ა­კე­თა. რო­გორც მა­შინ კა­ლა­ძე აცხა­დებ­და, „პრო­ექ­ტი მო­ი­ცავს რო­გორც გარე პე­რი­მეტ­რის ძი­რი­თა­დი კედ­ლის საყ­რდე­ნე­ბის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას, ისე შიდა პე­რი­მეტ­რის კე­თილ­მო­წყო­ბას, მო­წეს­რი­გე­ბას და მხატ­ვრულ-დე­კო­რა­ტი­უ­ლი მი­ნა­თე­ბის მონ­ტაჟს...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

myquiz