როგორ ხვდებოდნენ ახალი წლის ღამეს ამა თუ იმ კუთხეში? - საუკუნის წინანდელი ამბები, რომლებიც შესაძლოა, არ იცოდით | Allnews.Ge

როგორ ხვდებოდნენ ახალი წლის ღამეს ამა თუ იმ კუთხეში? - საუკუნის წინანდელი ამბები, რომლებიც შესაძლოა, არ იცოდით

31 დე­კემ­ბე­რი, სა­ეკ­ლე­სიო კა­ლენ­დრის მი­ხედ­ვით, ქრის­ტეს შო­ბის დღე­სას­წა­უ­ლის წარ­გზავ­ნაა. ამი­ტომ ტყუ­ი­ლად და­ობთ - ვის გა­უ­გია ჯერ ახა­ლი წელი და შემ­დეგ შო­ბაო, მაგ­რამ დღეს ამ სა­კი­თხზე არ ვწერ. დღეს გა­გაც­ნობთ ამ­ბებს, რო­მე­ლიც ერთი სა­უ­კუ­ნის წინ ხდე­ბო­და, ახალ წელს, სა­ქარ­თვე­ლოს რე­გი­ო­ნებ­ში და მთე­ლი რიგი ამ­ბე­ბი და სა­ხე­ლე­ბი დღეს აღარ არის შე­მორ­ჩე­ნი­ლი.

და­ვი­წყოთ იმით, რომ ახა­ლი წელი კა­ლან­დო­ბის სა­ხე­ლით არა ერთ რა­ი­ონ­შია ცნო­ბი­ლი. ვი­წყებ რა­ჭით, სა­დაც კა­ლან­დო­ბას ეძახ­დნენ. უპირ­ვე­ლე­სად გან­ვმარ­ტოთ, რას ნიშ­ნავს კა­ლან­დო­ბა? სი­ტყვა "კა­ლან­და" და რო­მა­უ­ლი "კა­ლენ­და" ერთი და იგი­ვე მნიშ­ვნე­ლო­ბის მა­ტა­რე­ბე­ლია. მკვლე­ვარ­თა აზ­რით, იგი შე­იძ­ლე­ბა ნა­სეს­ხე­ბი იყოს რო­მა­ელ­თა­გან ან ბი­ზან­ტი­ე­ლი ბერ­ძნე­ბის­გან შო­რე­ულ წარ­სულ­ში. მა­გა­ლი­თად, რომ­ში კა­ლენ­დას ეძახ­დნენ თვის პირ­ველ ან 10 დღეს. იგი­ვე სი­ტყვა სა­ფუძ­ვე­ლია „კა­ლენ­დრის“.

რა­ჭა­ში 31 დე­კემ­ბერს ოჯა­ხის ერთი წევ­რი ტყე­ში წა­ვი­დო­და და მო­ი­ტან­და შე­შით სავ­სე მარ­ხილს. შე­შა­ზე და­წყო­ბი­ლი იყო ბაძ­გა­რი (მა­რადმწვა­ნე ეკ­ლი­ა­ნი და კურ­კი­ა­ნი მცე­ნა­რე). შე­ში­ა­ნი მარ­ხი­ლი კა­ლო­ზე იდ­გმე­ბო­და წაღ­მის­კენ, პი­რით აღ­მო­სავ­ლე­თით და ამ­გვა­რად უნდა მდგა­რი­ყო ნათ­ლის­ღე­ბამ­დე. სა­ღა­მოს იკ­ვლე­ბო­და სა­კა­ლან­დო ღორი, აცხობ­დნენ „ღო­რის სა­ლოც­ვილს“. შუ­ა­დღემ­დე ოჯა­ხის მა­მა­კაცს ღვი­ნო უნდა წა­ე­ღო სა­ღო­რეს­თან და იქ შე­ე­ლო­ცა. სარ­თვი­ა­ნი და ხმე­ლა პური ცხვე­ბო­და სუ­ლა­დო­ბის მი­ხედ­ვით. მო­ხარ­შუ­ლი ღო­რის შიგ­ნე­ულს ჩა­უ­რევ­დნენ პურს და აცხობ­დნენ ერთ გა­ნა­ტეხს, ჯვარ­სა­ხი­ანს, რო­მე­ლიც მხო­ლოდ ქა­ლებ­ზე ნა­წილ­დე­ბო­და...

ლე­ჩხუმ­ში „ჩი­ტის აზვრამ­დე“ დაკ­ლავ­დნენ სა­კა­ლან­დო ღორს (ნეზვს). შე­საძ­ლოა, ნეზ­ვი მზი­თევ­ში მო­ყო­ლი­ლი ყო­ფი­ლი­ყო. ამ ღო­რის თავი ნათ­ლის­ღე­ბამ­დე ეკი­და სხვენ­ზე. გა­ა­კე­თებ­დნენ გვერგვს ან ჩი­ჩი­ლაკს. უფრო მი­ღე­ბუ­ლი იყო გვერგვი. 31 დე­კემ­ბერს, სა­ღა­მოს უნდა გა­მო­ე­წყოთ ექ­ვსი სა­ო­ჯა­ხო სა­ლო­ცა­ვი ტაბ­ლა და მეშ­ვი­დე - უფრო დიდი „ღო­რის სა­ლო­ცა­ვი“. ლე­ჩხუმ­ში ქალს უნდა და­ე­ლო­ცა სა­ღო­რე, რომ სიმ­რავ­ლე ჰქო­ნო­და. კე­რი­ა­საც სამ­ჯერ ოჯა­ხის ქალი ლო­ცავ­და. ნა­ვახ­შმევს გა­მო­ვი­დო­და ოჯა­ხის მო­ფე­ხე ანუ მეკვლე (ლე­ჩხუმ­ში მას მკლო­ვი­ა­რეს ეძახ­დნენ). ეს მკლო­ვი­ა­რე გა­ვი­დო­და „ბუ­რულ­ში“ და თან წა­ი­ღებ­და მომ­ზა­დე­ბულ მი­სა­ლოცს.

მე­ფე­ხე რომ მი­ად­გე­ბო­და ოჯახს, ხმა­მაღ­ლა და­ი­ძა­ხებ­და: „აგუ­ნამ ჩა­მე­ი­ა­რა, ჩვე­ნი მა­მუ­ლი ჩე­ი­ა­რა, წივი მე­ი­ტე­ხა; ღვი­ნის ღვა­რი აა­ყე­ნა: ისხა, ისხა, ისხა... გა­მოღ­მა კვი­რის­თა­ვი, გაღ­მა ვი­რის თავი, გა­მოღ­მა ყუ­რძე­ნი - გაღ­მა ფურ­ცე­ლი...“

ქვე­მო სვა­ნეთ­ში 31 დე­კემ­ბერს ლი­ძი­ე­ნალ ეწო­დე­ბა, ხოლო ზემო სვა­ნეთ­ში - იეშხვამ. სვა­ნეთ­ში დღის მთე­ლი მო­მენ­ტე­ბი იყო: ტყე­ში წას­ვლა, ხის მოჭ­რა და მკი­თხა­ო­ბა ხის მოჭ­რის დროს; თხი­ლის ტო­ტე­ბის, ხავ­სის და თეთ­რი ქვის მო­ტა­ნა (ყვე­ლის სიმ­ბო­ლო), დი­ლის სა­უზ­მე, სა­ი­დუმ­ლო ლოც­ვა, რო­მელ­ზეც ახ­სე­ნებ­დნენ ჯგრაგს (მო­ნა­გარს), დალს და სხვ. ტრა­დი­ცი­ად იყო ღო­რის ლე­ზო­მა­ხის მომ­ზა­დე­ბა ანუ ზომ­ხას დაკ­ვლა. ლალ­ყა­ჯის წე­სის შეს­რუ­ლე­ბა ანუ კენ­ჭის ყრა გა­რე­შე მეკვლი­სათ­ვის და ხა­რის­თვის, სა­ა­ხალ­წლო მი­სა­ლო­ცის მომ­ზა­დე­ბა და სხვა.

ზომ­ხას (სი­ტყვა­სი­ტყვით ახა­ლი წელი) ან „კან­დას“ - „კა­ლან­დას“ შე­მოკ­ლე­ბულ ვა­რი­ანტს ეძახ­დნენ. სა­ა­ხალ­წლო სა­უზ­მეს ხა­ცი­ცი ერ­ქვა. სვა­ნეთ­ში ან­სხვა­ვებ­დნენ სახ­ლის მეკვლეს (ქორა მგჭხ­ში), წლის მეკვლეს (ლიცე მგჭშ­ხი) და გარე მეკვლეს (ქამე მგჭხ­ში).

სა­მეგ­რე­ლო­ში ახა­ლი წლის წინა ღა­მეს(ეს უძ­ვე­ლე­სი სა­ხე­ლი აღ­დგე­ნი­ლია მკვლევ­რე­ბის მიერ) ერ­ქვა ღეჯ-ხვა­მას (ღო­რის ლოც­ვა). ოჯა­ხის უფ­რო­სი მო­ა­წყობ­და ჩი­ჩი­ლაკს, მზად­დე­ბო­და ახა­ლი წლის მი­სა­ლო­ცი და ყვე­ლა­ფე­რი იდე­ბო­და გობ­ზე. მზად­დე­ბო­და სუ­როს და თხი­ლის თა­ი­გუ­ლი „კვიკ­ვი­ლი“ იგი­ვე სა­ხელ­წო­დე­ბა გვხვდე­ბა აფხა­ზუ­რი რი­ტუ­ა­ლის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად. დიდი ყუ­რა­დღე­ბა ეთ­მო­ბო­და მთვა­რეს და მას­ზე მკი­თხა­ო­ბას, თუ რო­გო­რი წელი იქ­ნე­ბო­და. იხილეთ სრულად

myquiz