საიდუმლო დამწერლობა ქალებისთვის, რომელიც მამაკაცებისთვის უცნობი იყო - როდის და რატომ შეიქმნა ნუშუ? | Allnews.Ge

საიდუმლო დამწერლობა ქალებისთვის, რომელიც მამაკაცებისთვის უცნობი იყო - როდის და რატომ შეიქმნა ნუშუ?

ნუშუ - ჩი­ნუ­რი დამ­წერ­ლო­ბის 400 წლის წინ შექ­მნი­ლი ერთ-ერთი სა­ხე­ო­ბაა, რო­მელ­საც "მხო­ლოდ ქა­ლე­ბის დამ­წერ­ლო­ბა­საც“ უწო­დე­ბენ. მრა­ვა­ლი მკვლე­ვა­რი ჯერ კი­დევ ცდი­ლობს გა­არ­კვი­ოს, სა­ი­დან იღებს ეს იდუ­მა­ლე­ბით მო­ცუ­ლი პრო­ცე­სი სა­თა­ვეს. რო­გორც ამ­ბო­ბენ, თავ­და­პირ­ვე­ლად ქა­ლე­ბი ნა­ცარ­ზე ხის ტო­ტით ცდი­ლობ­დნენ წე­რას, შემ­დგომ მა­რა­ო­ებ­ზე წერ­დნენ და ცხვირ­სა­ხო­ცებ­ზე ქარ­გავ­დნენ სა­კუ­თარ ფიქ­რებ­სა და გან­ცდებს.

nushu34-40837-1700546496.jpg

რო­გორც ცნო­ბი­ლია, დამ­წერ­ლო­ბას მე-19 და მე-20 სა­უ­კუ­ნე­ებ­ში, ჩი­ნე­თის პრო­ვინ­ცია ჰუ­ნა­ნის მკვიდ­რი ქა­ლე­ბის მცი­რე ნა­წი­ლი იყე­ნებ­და ავ­ტო­ბი­ოგ­რა­ფი­ე­ბის, მო­თხრო­ბე­ბი­სა და წე­რი­ლე­ბის და­სა­წე­რად. ნუ­შუს მოხ­დე­ნი­ლი, ფო­ნე­ტი­კუ­რი ან­ბა­ნი დე­დი­დან ქა­ლიშ­ვილ­ზე მემ­კვიდ­რე­ო­ბით გა­და­დი­ო­და.

სკიდ­მო­რის კო­ლე­ჯის პრო­ფე­სო­რი კეტი სილ­ბე­რი ნუ­შუს 1980 წლი­დან სწავ­ლობს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ “სა­ი­დუმ­ლო დამ­წერ­ლო­ბის” იდეა ნამ­დვი­ლად სენ­სა­ცი­უ­რია, იგი ამ­ბობს, რომ დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში მა­მა­კა­ცე­ბის ნა­წილ­მაც ის­წავ­ლა ეს დამ­წერ­ლო­ბა...

50013-47794-800-auto-jpg-1700546514.jpg

მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ერში, სა­დაც ქა­ლებს ის­ტო­რი­უ­ლად აკ­რძა­ლუ­ლი ჰქონ­დათ წერა-კი­თხვის ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა, ნუშუ ნამ­დვი­ლი შვე­ბა იყო.

ეს სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევ­და ქა­ლებს სა­კუ­თა­რი სი­ტყვე­ბით ეთ­ქვათ თა­ვი­სი ის­ტო­რი­ე­ბი. სწო­რედ ეს ვერ­სია მო­ი­აზ­რე­ბა ნუ­შუს გა­ჩე­ნის მთა­ვარ მი­ზე­ზად.

"და­მა­ლუ­ლი წე­რი­ლე­ბი“

"იმის­თვის, რომ ერ­თმა­ნე­თის­თვის იმე­დი მი­ე­ცათ, მათ შექ­მნეს დამ­წერ­ლო­ბა, რო­მე­ლიც მა­მა­კა­ცებს არ ეს­მო­დათ. ეს არის ის­ტო­რია, რო­მელ­საც ჩი­ნე­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბა არ იც­ნობს", - ამ­ბობს კი­ნო­რე­ჟი­სო­რი ვი­ო­ლეტ დუ ფენ­გი, რო­მელ­მაც ნუ­შუს შე­სა­ხებ დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მი "და­მა­ლუ­ლი წე­რი­ლე­ბი“ გა­და­ი­ღო.

chinese-women-1900-81701887-56aa27e75f9b58b7d001121f-1700546528.jpg

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ნუშუ ინა­ხე­ბა რო­გორც კულ­ტუ­რუ­ლი არ­ტე­ფაქ­ტი, ის ბევ­რად მეტს ნიშ­ნავ­და მისი პრაქ­ტი­კო­სე­ბის­თვის - და მისი როლი დღე­საც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ეს იყო სა­შუ­ა­ლე­ბა, რო­მე­ლიც ქა­ლებს ერ­თმა­ნე­თის მი­მართ ნდო­ბას ას­წავ­ლი­და, ასე­ვე ჰქო­ნო­დათ სა­კუ­თა­რი სივ­რცე. იხილეთ სრულად

myquiz