"საქართველო ინდოეთს ჰგავს" - ვინ არის და როგორ ცხოვრობს სოციალურ ქსელებში პოპულარული არუნ ხათრი | Allnews.Ge

"საქართველო ინდოეთს ჰგავს" - ვინ არის და როგორ ცხოვრობს სოციალურ ქსელებში პოპულარული არუნ ხათრი

არუნ ხათ­რი აი­ურ­ვე­დას (ხალ­ხუ­რი მე­დი­ცი­ნა ინ­დო­ეთ­ში) ექ­სპერ­ტია და ქარ­თვე­ლებს ას­წავ­ლის, რო­გორ არ უნდა და­ბერ­დნენ. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში 10-15-წუ­თი­ა­ნი ვი­დე­ორ­გო­ლე­ბით ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბი­სა და კვე­ბის შე­სა­ხებ რჩე­ვებს აზი­ა­რებს, მიმ­დევ­რე­ბი ფე­ის­ბუკ­შიც ბევ­რი ჰყავს და ინ­სტაგ­რამ­ზეც.

სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლად შეყ­ვა­რე­ბუ­ლის სა­ნა­ხა­ვად ჩა­მო­ვი­და. ქარ­თვე­ლი გო­გო­ნა სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით გა­იც­ნო, მო­ე­წო­ნა და ინ­დო­ეთ­შიც წა­იყ­ვა­ნა. დე­ლი­ში მდიდ­რუ­ლი, ტრა­დი­ცი­უ­ლი ქორ­წი­ლიც გა­და­ი­ხა­დეს, თუმ­ცა წყვილ­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ფუძ­ნე­ბა გა­და­წყვი­ტა. ახლა არუნ ხათ­რი და თა­თია კუ­ზა­ნაშ­ვი­ლი თბი­ლის­ში ცხოვ­რო­ბენ და ტყუპ გო­გო­ნას ზრდი­ან.

არუნ ხათ­რი:

- თამ­თა ბავ­შვო­ბი­დან იყო გა­ტა­ცე­ბუ­ლი ინ­დუ­რი კულ­ტუ­რი­თა და ფილ­მე­ბით, სა­ხე­ლი არუ­ნი ჰყვა­რე­ბია. ერთ დღეს სკა­ი­პის სა­ძი­ე­ბელ­ში ჩა­წე­რა ეს სა­ხე­ლი და მე მი­პო­ვა... ჩვენ­თან მა­შინ გვი­ა­ნი ღამე იყო, მე პრო­ექ­ტზე ვმუ­შა­ობ­დი და გვი­ა­ნო­ბამ­დე შევ­რჩი კომ­პი­უ­ტერ­თან, ერ­თმა­ნეთს გა­მო­ვე­ლა­პა­რა­კეთ, გა­ვე­ცა­ნით... ის ძი­რი­თა­დად კულ­ტუ­რის შე­სა­ხებ მის­ვამ­და შე­კი­თხვებს, მეც დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით ვპა­სუ­ხობ­დი. ბო­ლოს ერ­თმა­ნე­თის უფრო ახ­ლოს გაც­ნო­ბა გა­დავ­წყვი­ტეთ და სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ვე­დი.

- თქვენ რო­დის ის­წავ­ლეთ ქარ­თუ­ლი ასე კარ­გად?

- ვერც გა­ვი­გე, რო­დის ვის­წავ­ლე. სა­ქარ­თვე­ლო­ში რომ ჩა­მო­ვე­დი, ვნა­ხე, რომ ინ­გლი­სუ­რი ძა­ლი­ან ცო­ტამ იცო­და, არა­და, ხალ­ხთან ხომ უნდა მე­ლა­პა­რა­კა?! და­ვი­წყე სა­უ­ბა­რი ისე, რო­გორც შე­მეძ­ლო - თა­ვი­დან ცუ­დად ვლა­პა­რა­კობ­დი, მერე თან­და­თან ვის­წავ­ლე, ბო­ლოს გრა­მა­ტი­კუ­ლა­დაც გავ­მარ­თე.

- იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ქარ­თვე­ლე­ბი და ინ­დო­ე­ლე­ბი ერ­თმა­ნე­თის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბი­სა და კულ­ტუ­რის ხალ­ხი ვართ, ოჯა­ხე­ბის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა არ შეგ­ხვედ­რი­ათ?

- სხვა­თა შო­რის, წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა არც თამ­თას ოჯა­ხის­გან ყო­ფი­ლა და არც ჩემი. თა­ვა­დაც არ ვე­ლო­დი, თუ ყვე­ლა­ფე­რი ასე კარ­გად აე­წყო­ბო­და. სხვა­თა შო­რის, სა­ქარ­თვე­ლო ჩემს მშობ­ლებ­სა და ძმა­საც ძა­ლი­ან მოს­წონთ. ჩემ­მა მშობ­ლებ­მა ბო­ლოს ერთი თვე დაჰ­ყვეს თბი­ლის­ში, სულ ახ­ლა­ხან დაბ­რუნ­დნენ ინ­დო­ეთ­ში.

- სა­ქარ­თვე­ლო­ში რა მოგ­წონთ, რა არის აქ თქვენ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი?

- ვიდ­რე აქ ჩა­მოვ­დი­ო­დი, მე­გო­ნა, სა­ქარ­თვე­ლო ისე­თი­ვე კულ­ტუ­რის ქვე­ყა­ნა იქ­ნე­ბო­და, რო­გო­რიც ამე­რი­კა და ევ­რო­პა, მაგ­რამ შევ­ცდი, ინ­დო­ეთს უფრო ჰგავს. თქვენც ჩვენ­სა­ვით დიდ მნიშ­ვნე­ლო­ბას ანი­ჭებთ ნა­თე­სა­ურ ურ­თი­ერ­თო­ბებს, ოჯახს, სტუ­მარს ოჯახ­ში მას­პინ­ძლობთ და ღა­მის გა­სა­თე­ვად სას­ტუმ­რო­ში არ უშ­ვებთ. მე იმის გა­მოც გა­მი­ად­ვილ­და ქარ­თვე­ლებ­თან ინ­ტეგ­რი­რე­ბა, რომ თამ­თა ძა­ლი­ან კარ­გად იც­ნობ­და ჩვენს კულ­ტუ­რას, მან მეც გა­მი­ად­ვი­ლა სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რე­ბა და თა­ვა­დაც იო­ლად შე­ე­გუა ინ­დო­ეთს. სხვა­თა შო­რის, თამ­თამ ინ­დუ­რი ენაც კარ­გად იცის და სამ­ზა­რე­უ­ლოც, ხში­რად აკე­თებს ინ­დურ კერ­ძებს. ერ­თა­დერ­თი, რა­საც ვერ შე­ე­გუა, ცხე­ლი კლი­მა­ტია. სხვა­თა შო­რის, სი­ცხე მეც არ მიყ­ვარს.

- სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რე­ბა რა­ტომ გა­და­წყვი­ტეთ?

- ძა­ლი­ან რთუ­ლია ინ­დო­ეთ­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით დე­ლი­ში ცხოვ­რე­ბა. სახ­ლი­დან გა­სუ­ლი, და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ად­გი­ლამ­დე რო­დის მი­აღ­წევ, არ იცი. შე­იძ­ლე­ბა გზა­ში 4-5 სა­ა­თი მო­გი­წი­ოს ყოფ­ნამ. ჩემი ოფი­სი სახ­ლი­დან 45 კი­ლო­მეტრში მქონ­და. 8 სა­ა­თი­თაც ვყო­ფილ­ვარ სა­ცობ­ში გა­ჭე­დი­ლი, ბო­ლოს 12 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში რომ ვერ და­ვაღ­წიე თავი სა­ცობს, ჩემს თავს ვუ­თხა­რი, რომ ცხოვ­რე­ბის ნა­ხე­ვარს გზა­ში არ გა­ვა­ტა­რებ­დი და სა­ცხოვ­რებ­ლად სა­ქარ­თვე­ლო­ში წა­მო­ვი­დო­დი.

- ე..ი. თბი­ლი­სუ­რი სა­ცო­ბე­ბი ვერ შე­გიქ­მნით დის­კომ­ფორ­ტს.

- ბოლო დროს აქაც გარ­თულ­და სი­ტუ­ა­ცია, მაგ­რამ დე­ლის­თან რა შე­და­რე­ბაა?! იქ ხომ 17 მი­ლი­ო­ნი კაცი ცხოვ­რობს.

- პრო­ფე­სი­ით ექი­მი ხართ?

- აი­ურ­ვე­დის ექ­სპერ­ტი ვარ, თუმ­ცა ინ­დო­ეთ­ში ჩემი პრო­ფე­სი­ით არ მი­მუ­შა­ვია. არც სა­ქარ­თვე­ლო­ში ვა­პი­რებ­დი. ისე გა­და­ვი­ღე რამ­დე­ნი­მე ვი­დეო, ვი­ფიქ­რე, სა­სარ­გებ­ლო რჩე­ვებს მივ­ცემ ხალ­ხს-მეთ­ქი, მაგ­რამ ისე­თი დიდი ინ­ტე­რე­სი გა­მო­ხა­ტეს, გა­დავ­წყვი­ტე, დღე­ში 10-15 წუთი ამ საქ­მის­თვის და­მეთ­მო. რა­ტო­მაც არა?! სი­ა­მოვ­ნე­ბით გა­ვა­ზი­ა­რებ ჩემს ცოდ­ნას ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც ჩემი შვი­ლე­ბიც ცხოვ­რო­ბენ. ჩემი გო­გო­ნე­ბი ინ­დო­ეთ­ში და­ი­ბად­ნენ, მაგ­რამ 6 თვის იყ­ვნენ, აქ რომ გად­მო­ვე­დით სა­ცხოვ­რებ­ლად. მეც აქ ვა­პი­რებ და­ბე­რე­ბას. გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

myquiz