დღეს სვეტიცხოვლობაა - რა უნდა ვიცოდეთ ამ დღის შესახებ | Allnews.Ge

დღეს სვეტიცხოვლობაა - რა უნდა ვიცოდეთ ამ დღის შესახებ

სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია 14 ოქ­ტომ­ბერს სვე­ტი­ცხოვ­ლო­ბის დღე­სას­წა­ულს აღ­ნიშ­ნავს.

სვე­ტი­ცხოვ­ლო­ბის დღე­სას­წა­ულ­თან და­კავ­ში­რე­ბით, დღეს სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოთ კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი, უწ­მინ­დე­სი და უნე­ტა­რე­სი ილია II მღვდელმთავ­რებ­თან და სამ­ღვდე­ლო­ე­ბას­თან ერ­თად სვე­ტი­ცხოვ­ლის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში წირ­ვას აღავ­ლენს.

გად­მო­ცე­მის თა­ნახ­მად, უფ­ლის ჯვარ­ცმის შემ­დეგ იე­სოს კვარ­თი წი­ლად მცხე­თა­ში მცხოვ­რებ ებ­რა­ე­ლებს - ელი­ოზ­სა და ლონ­გი­ნოზს ერ­გოთ, რომ­ლებ­მაც სიწ­მინ­დე მცხე­თა­ში ჩა­მო­აბ­რძა­ნეს. ელი­ო­ზის დამ, სი­დო­ნი­ამ კი უფ­ლის კვარ­თი გულ­ში ჩა­იკ­რა და სული გა­ნუ­ტე­ვა. იგი სიწ­მინ­დეს­თან ერ­თად დაკ­რძა­ლეს. სი­დო­ნი­ას საფ­ლავ­ზე კი კვი­პა­რო­სის ხე ამო­ვი­და.

მე-4 სა­უ­კუ­ნე­ში, წმინ­და მე­ფის მი­რი­ა­ნის და დე­დო­ფალ ნა­ნას მე­ფო­ბის ჟამს, კვი­პა­რო­სის ად­გილ­ზე ტაძ­რის მშე­ნებ­ლო­ბა გა­და­წყვი­ტეს. კვი­პა­რო­სის ხის­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი ერთ-ერთი სვე­ტი კი მშე­ნებ­ლებს არ ემორ­ჩი­ლე­ბო­და. წმინ­და მო­ცი­ქულ­თა სწორ ნი­ნოს ლოც­ვე­ბით სვე­ტი ღვთის მიერ გაბრ­წყინ­და და ჰა­ერ­ში 12 წყრთის სი­მაღ­ლე­ზე გა­ჩერ­და. ნათ­ლის სვე­ტის თაყ­ვა­ნის­სა­ცე­მად მთე­ლი მცხე­თა შე­იკ­რი­ბა. ნათ­ლის სვე­ტი სას­წა­უ­ლებს ახ­დენ­და.

V სა­უ­კუ­ნის მე-2 ნა­ხე­ვარ­ში, წმი­და ნი­ნოს რჩე­ვით აშე­ნე­ბუ­ლი პირ­ვე­ლი ხის ეკ­ლე­სი­ის დან­გრე­ვის შემ­დეგ, წმინ­და მე­ფემ ვახ­ტანგ გორ­გა­სალ­მა ბა­ზი­ლი­კის ტი­პის ტა­ძა­რი ააგო, XI სუ­კუ­ნე­ში კი და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ბა­ზი­ლი­კის ად­გილ­ზე ქარ­თლის კა­თო­ლი­კოს­მა მელ­ქი­სე­დეკ­მა ახა­ლი ტა­ძა­რი - სვე­ტი­ცხო­ვე­ლი, რომ­ლის ხუ­როთ­მო­ძღვა­რიც არ­სუ­კი­ძე იყო.

myquiz