"პირველი ჩემი ნამუშევარი ძალიან მიყვარს, რომელსაც ალბათ არასოდეს არ გავაჩუქებ"- მინიატიურულ ნამუშევრებად ქცეული ქართული სახლები | Allnews.Ge

"პირველი ჩემი ნამუშევარი ძალიან მიყვარს, რომელსაც ალბათ არასოდეს არ გავაჩუქებ"- მინიატიურულ ნამუშევრებად ქცეული ქართული სახლები

ჩვენი დღევანდელი სტუმარი ეკონომისტი ლალი მჭედლიშვილია. იტაცებს ხელსაქმე, კერავს, ქსოვს, ქარგავს და რაც მთავარია, იმდენად საოცარ მინიატურებს ქმნის, რომ ნებისმიერი მნახვნელის აღფრთოვანებას იწვევს. ჩვენი ყურადღებაც სწორედ ამ მინიატურებმა მიიპყრო. იმერული, მეგრული ოდა, კახური, გურული სახლები, სვანური კოშკები, იმერული სოფელი, შობა ბეთლემში და სხვა – აი, რას ნახავთ ლალი მჭედლიშვილის მინიატურულ სამყაროში.

281865120-460337969224861-404477503582463930-n-1653542361.jpg

- როგორ შეისწავლეთ მინიატურების კეთება და თქვენი პირველი ნამუშევარი გაიხსენეთ...

- რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, მინიატურების კეთების იმპროვიზაციის წყარო გახდა სამი წლის წინ ნაყიდი ნაძვის ხე. მინდოდა, ჩემი ნაძვის ხე სხვებისგან განსხვავებული ყოფილიყო, ქართული ელემენტებით და გადავწყვიტე, მე თვითონ გამეკეთებინა სათამაშოები. გავაკეთე მრგვალი ბურთი და ამ ბურთში ჩავსვი იმერული ოდა, ამას მოჰყვა კახური, მეგრული, გურული, სვანური სახლები. პირველი ჩემი ნამუშევარი ძალიან მიყვარს, რომელსაც ალბათ არასოდეს არ გავაჩუქებ, მითუმეტეს რომ დროთა განმავლობაში ჩემი ნამუშევრები უფრო დაიხვეწა. ნაძვის ხის სათამაშოებს მოჰყვა შობა, იმერული სოფელი ზამთარში. რატომღაც ჩემი ნამუშევრები უფრო ზამთარს ეძღვნებოდა. ამ ბოლო დროს გამიტაცა ზაფხულმა.

281822418-730573668096133-9052721746272911736-n-1653542446.jpg

281884386-1717146172011548-5812742259297319019-n-1653542460.jpg

- რა მასალით იქმნება თქვენი თითოეული ნამუშევარი?

- რაც შეეხება მასალას, ვცდილობ, რომ იყოს ბუნებრივი მასალა, ვიყენებ ხეს, ბამბუკს, სელის თოკს, პოლიმერულ თიხას და ქაღალდს.

- რა ეტაპებს გადიხართ სანამ ნამუშევარი დასრულებულ სახეს მიიღებს?

- ჯერ იბადება იდეა. როდესაც ვცდილობ, რომ წარმოვიდგინო დასრულებული სახით, ამის შემდეგ ვიწყებ მუშაობას. თუ რაღაც არ მომწონს, შეიძლება ეს გაგრძელდეს რამდენიმე დღე და შეიძლება - ერთი თვეც. ეს უფრო დიდ მაკეტებს ეხება. კეთების პროცესში იბადება იდეები, შეიძლება წარმოსახვაში სხვა მქონდა წარმოდგენილი, მაგრამ გაკეთების პროცესში შევცვალო.

განაგრძეთ კითხვა

myquiz