"დიდ გაჭირვებაშია სახლი. ვის არ მივმართეთ, თუმცა არავინ მოსულა"- კიდევ ერთი საოცარი უცნობი სახლი გრიბოედოვის ქუჩიდან | Allnews.Ge

"დიდ გაჭირვებაშია სახლი. ვის არ მივმართეთ, თუმცა არავინ მოსულა"- კიდევ ერთი საოცარი უცნობი სახლი გრიბოედოვის ქუჩიდან

თბილისის ერთ-ერთი კოლორიტული გრიბოედოვის ქუჩის ისტორია მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან იწყება. ქუჩა 1843 წლიდან კომენდანტის სახელს ატარებდა, ვინაიდან ამ ქუჩაზე თბილისის სამხედრო კომენდანტის სახლი იდგა. მოგვიანებით, 1881 წლიდან მას ცნობილი მწერლის, ალექსანდრე გრიბოედოვის სახელი ეწოდა.

სწორედ ამ ქუჩაზე 1903 წელს თბილისელი, ეროვნებით სომეხი ვაჭრის, ტუნიბეკოვის დაკვეთით იტალიელმა არქიტექტორმა ორსართულიანი სახლი ააშენა.

წლების შემდეგ სახლი ოთახებად გაიყიდა. მიუხედავად იმისა, რომ ავარიულ მდგომარეობაშია, ძველ იერსახეს დღემე ინარჩუნებს. დღეს ამ სახლის ორი ოთახი ბოკერიების ოჯახის საკუთრებაა.

45350706-1999692333663542-3593373680844931072-n-1630911268.jpgის მათ ტუნიბეკოვის ქალიშვილისგან, 1940 წელს შეიძინეს. ირინა ბოკერიამ შინ გვიმასპინძლა და სახლის ისტორიის შესახებ მოგვითხრო.

- ეს სახლი იტალიურმა კომპანიამ ააშენა. არქიტექტორი სავარაუდოდ იყო ანდრეა ოლეტი. ჩვენი პატარა ოთახი ფსევდო მავრიტანულ სტილშია, როგორც ოპერაში. რაც შეეხება დიდ, მისაღებ ოთახს, ის როკოკოს სტილში უნდა იყოს. სახლი ეკუთვნოდა სომეხ ვაჭარს, გვარად ტუნიბეკოვს, რომელიც 1917 წლის რევოლუციამდე ხიზილალითა და თევზით ვაჭრობდა.

მოგვიანებით ტუნიბეკოვი სამკურნალოდ გერმანიაში წავიდა, სადაც გარდაიცვალა. აქ დატოვა ცოლი და ქალიშვილი. ტუნიბეკოვის ქალიშვილი შემდგომში ცნობილი დირიჟორის ალექსანდრე გველესიანის მეუღლე გახდა. ტუნიბეკოვის გარდაცვალების შემდეგ მის მეუღლესა და ქალიშვილს ძალიან გაუჭირდათ, დაიწყეს სახლის ოთახების გაყიდვა. ბოლოს ერთ პატარა ოთახში ცხოვრობდნენ.

img-0936-1630911499.jpg

ჩემმა ბებიამ და ბაბუამ ტუნიბეკოვებისგან ეს ოთახები 1940 წელს იყიდეს და მას მერე ჩვენი ოჯახი აქ ცხოვრობს. დედაჩემი უკვე 94 წლისაა და ამ სახლის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენია. გარდა ზეპირი გადმოცემისა, მე სხვა ცნობები არ მაქვს ამ სახლის შესახებ. რაც ვიცი, ისიც ბავშვობაში მსმენია ვარვარა ანდრეევნასგან.

img-0945-1630911545.jpg

ამ სახლის მეპატრონეს, ბატონ ტუნიბეკოვს, ჰყოლია ვაჟი. ძმას შურდა მისი კეთილდღეობის, სიმდიდრის. არ უნდოდა, რომ ეს სახლი, სიმდიდრე, ძმისშვილს დარჩენოდა, ამიტომ მოუწამლავს ბიჭი და მას შემდეგ ცოლ-ქმარს შვილი აღარ შესძენიათ. მოგვიანებით კი იშვილეს ვარვარა ანდრეევნა, რომელზეც უკვე გესაუბრეთ.

- ძალიან ბევრ წელს ითვლის ეს სახლი, ალბათ რთული იყო პირვანდელი სახის შენარჩუნება. ოთახში რამე შეცვალეთ?

- ეს ერთი მთლიანი ოთახი იყო და გადავტიხრეთ. ორჯერ ჩავუტარეთ რესტავრაცია საკუთარი ხარჯებით. პირველად რუსთაველის თეატრიდან მოვიწვიეთ მხატვრები, მე მაშინ ძალიან პატარა ვიყავი და გადმოცემით ვიცი. მეორედ, როცა ოპერა დაიწვა, მაშინ მოვიყვანეთ მხატვრები. აქ არასოდეს უმუშავიათ ხელოსნებს, ყოველთვის მხატვრები მუშაობდნენ.1937 წელს სახლს ზემოდან დააშენეს მესამე სართული, რამაც ძალიან გაუფუჭა იერსახე. საბჭოთა ხელისუფლების დროს აქ იყო სასამართლო და პროკურატურა. ეს სახლი პრივილეგირებული გახლდათ პროკურორებისთვის. სწორედ ამიტომ დააშენეს მესამე სართული, სადაც შემდეგში პროკურორები ცხოვრობდნენ.

განაგრძეთ კითხვა

myquiz