საქართველო ღვინის ყველაზე პოპულარულ გამოფენაში მიიღებს მონაწილეობას | Allnews.Ge

საქართველო ღვინის ყველაზე პოპულარულ გამოფენაში მიიღებს მონაწილეობას

1-დან 15 ნოემბრის ჩათვლით შვეიცარიის ქალაქ ციურიხში, ევროპის უმსხვილესი ღვინის გამოფენა EXPOVINA-ს 65-ე ფესტივალი გაიმართება.

EXPOVINA ყოველწლიური ღვინის გამოფენაა, რომელიც განსაკუთრებული ადგილმდებარეობით გამოირჩევა. გამოფენა ყოველ შემოდგომაზე იმართება ციურიხის ტბაზე მდებარე გემებზე.

პირველად EXPOVINA-ს ისტორიაში, საქართველოს აქვს შესაძლებლობა, საპატიო სტუმრის სტატუსით მიიღოს მონაწილეობა ღვინის ყველაზე პოპულარულ გამოფენაში.

ღვინის გამოფენაზე წარმოდგენილია დაახლოებით 4000 ღვინო მსოფლიოს მასშტაბით. ყოველწლიურად გამოფენას 65,000-მდე ღვინის იმპორტიორი ესწრება.

EXPOVINA-ში ქართული ღვინის წარმოდგენა ხორციელდება საქართველო-შვეიცარიის ბიზნეს ასოციაციის ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით.

myquiz