10 ცნობილი ფილმი, რომლებშიც სიგარეტის მოწევის სცენები მრავლადაა | Allnews.Ge

10 ცნობილი ფილმი, რომლებშიც სიგარეტის მოწევის სცენები მრავლადაა

1 მაისიდან ძალაში შევიდა თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონი, რომლის მიხედვითაც აკრძალულია თამბაქოს მოწევის ან მოხმარების სხვა ფორმების დემონსტრირება მასობრივი ინფორმაციის საშუალებით, სხვა ბეჭდური ან ელექტრონული საშუალებით, მასობრივი ჩვენებისა და თეატრალური წარმოდგენის მეშვეობით, რაც იმას ნიშნავს, რომ მთელი რიგი ფილმების გაშვებისას, რომლებშიც თამბაქო ხშირად ჩანს, მედიასაშუალებებს მოუწევთ მაყურებელი წინასწარ გააფრთხილონ და ეკრანზე შესაბამისი შინაარსის მასალა გამოჩნდეს.

შესაძლოა, ამ ჩამონათვალში თქვენი საყვარელი ფილმებიც მოხვდეს, რომლებშიც პერსონაჟების ხასიათი თამბაქოს მოხმარებაშიც იკვეთება. Allnews.ge-მ ასეთი ცნობილი ფილმების ჩამონათვალი შეკრიბა:

1. Coffee and Cigarettes/ყავა და სიგარეტი

სტატიის კითხვის დაწყებისთანავე ალბათ ეს ფილმი გაგახსენდათ. ჯიმ ჯარმუშის 2003 წლის ნამუშევარი  სხვადასხვა ისტორიისგან შედგება, რომლის ყოველ ფრაგმენტში ყავა და სიგარეტი ჩანს. ეს ორი კი ადამიანებისთვის სასიამოვნოცაა და დამღუპველიც.

2. Girl, interrupted/შეწყვეტილი ცხოვრება

ფსიქოლოგიური დრამა, რომელშიც მთავარ როლებს ვაინონა რაიდერი და ანჯელინა ჯოლი ასრულებენ, 1999 წელს გამოვიდა. ის მოგვითხრობს გოგონას შესახებ, რომელიც ფსიქოლოგიური პრობლემების გამო ფსიქიატრიულ დაწესებულებაში აღმოჩნდება, იქ კი ახალ ადამიანებს გაიცნობს და ახალი თავგადასავლები ელოდება.

ფილმის პერსონაჟები თამბაქოს ხშირად მოიხმარენ, რის გაფრთხილების გარეშე ჩვენებასაც "თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონი" კრძალავს.

3. Crazy Heart/შეშლილი გული

სკოტ კუპერის დრამა ეკრანებზე 2009 წელს გამოვიდა. ის ალკოჰოლიკი მუსიკოსის თავგადასავლების შესახებ მოგვითხრობს, რომელსაც შანსი აქვს, ვარსკვლავი გახდეს.

"შეშლილ გულშიც" მრავლადაა კადრები, რომლებშიც ჩანს, რომ პერსონაჟები სიგარეტს ეწევიან.

4. The Man Who Wasn’t There/ადამიანი, რომელიც არ არსებობდა

ეთან და ჯოელ კოენების ეს დრამა ეკრანებზე 2001 წელს გამოვიდა, იგი 1949 წლის კალიფორნიაში მომხდარ ისტორიაზე მოგვითხრობს, რომლის მთავარი პერსონაჟიც ცოლის ღალატის შესახებ შეიტყობს.

მთავარი პერსონაჟი მწეველია, შესაბამისად, თამბაქოს მოხმარების კადრები ამ ფილმში მრავლადაა.

5. Good Night and Good luck/ძილი ნებისა და იღბალს გისურვებ

ჯორჯ კლუნის "ძილინებისა და იღბალს გისურვებ" 50-იანი წლების ამერიკაში მომხდარი კონფლიქტის ისტორიას ასახავს. კოფლიქტი ახალი ამბების წამყვან ედვარდ მაროუს, სენატორ ჯოზეფ მაკარტისა და ანტიამერიკული საქმიანობის გამომძიებელ კომისიას შორის ხდება.

ფილმი ეკრანებზე 2005 წელს გამოჩნდა.

6. Out of the Past/წარულიდან

1947 წლის ფილმი "წარსულიდან" მოგვითხრობს გაზგასამართი სადგურის მეპატრონის, ჯეფისა და ანას ისტორიას, რომელიც ჯეფის გარდა, სხვასაც უყვარს.

ჯეფი საკუთარ წარსულს არ ასაჯაროებს, თუმცა მისგან გამოწვეული მოვლენებისთვის თვალის გასწორება მაინც მოუწევს.

50-იანი წლების ფილმებისთვის დამახასიათებელი თამბაქოს დემონსტრირება ფილმში მრავლადაა.

7. The Mother and the Whore/დედა და მეძავი

ეს ფილმი 1973 გამოვიდა. ის მთავარი გმირის, ალექსანდრესა და რამდენიმე ქალის ურთიერთობის შესახებ მოგვითხრობს.

ფილმის ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტი ასევე სიგარეტია.

8. Breathless/უკანასკნელ ამოსუნთქვამდე

1960 წლის ცნობილი კრიმინალური დრამა, დღესაც პოპულარულია. სიუჟეტის მიხედვით ახალგაზრდა მოიპარავს ძვირად ღირებულ ავტომობილს და იმპულსურად კლავს პოლიციელს. შემდეგ კი ახალგაზრდა ამერიკელ სტუდენტ გოგონას არწმუნებს, რომ მასთან ერთად იტალიაში გაიქცეს.

9. Gilda/ჯილდა

ჯილდა ახალგაზრდა, ლამაზი ქალია, რომელიც ბუენოს-აირესის კაზინოში მუშაობს. ფილმი ჯილდას სასიყვარულო ისტორიების შესახებ მოგვითხრობს. "ჯილდა" 1946 წელს გამოვიდა და მასში თამბაქო დომინირებს.

10. To have and Have not/ყოლა-არყოლა

1944 წლის ამ ფილმში ასახულა მეორე მსოფლიო ომის პერიოდის აშშ-ი. "ყოლა-არყოლა" რომანტიკულ ისტორიას მოგვითხრობს, რომელშიც ამერიკელი ჰარი მორგანი და ერთ-ერთი ფრანგი ლიდერი და მისი ცოლი, მარტინიკი არიან ჩართულები.

myquiz