CNN-ი საქართველოში არსებულ საბჭოთა მონუმენტებზე წერს | Allnews.Ge

CNN-ი საქართველოში არსებულ საბჭოთა მონუმენტებზე წერს

CNN-ის ყურადღების ქვეშ საქართველო კიდევ ერთხელ მოექცა. ამერიკული გამოცემა ამჯერად საქართველოში შემორჩენილმა საბჭოთა დროინდელმა ძეგლებმა და საქართველოს მოსახლეობის ამ ძეგლებისადმი დამოკიდებულებამ დააინტერესა. CNN-ზე გამოქვეყნებულ სტატიაში ვკითხულობთ, რომ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე წარსულის ჩრდილი აწმყოს ჯერ კიდევ ადგას და ყველგან - სოფლის პატარა სკვერებიდან დაწყებული მთის მწვერვალებით დამთავრებული ფოლადისა და ბეტონის მონუმენტები წარსულის ცოცხად მოგონებებად არის შემორჩენილი.

გამოცემის თქმით, საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა საბჭოთა კავშირის ფარგლებში 1936 წლიდან 1991 წლამდე არსებობდა და ფენომენალურად ბევრი იდეოლოგიური ხასიათის მონუმენტებიც სწორედ ამ პერიოდში დაიდგა.

სტატიაში ვკითხულობთ რომ თანამედროვე ქართველების დამოკიდებულება საბჭოთა არქიტექტურული მემკვიდრეობის მიმართ ურთიერთგამომრიცხავია. თბილისში ტურისტებს შეუძლიათ ეწვიონ საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმს, რომელიც 70-იანი წლების რეპრესიების მსხვერპლ ადამიანებს ეძღვნება. დაახლოებით 80 კილომეტრის მანძილზე კი გორში იოსებ სტალინის მუზეუმს შეხვდებით, რომელიც წმინდა ადგილს უფრო ჰგავს და მისი გახსნის მომენტიდან მნიშვნელოვნად შეიცვალა კიდეც.

საბჭოთა ამ დანატოვარის მიმართ მოსახლეობის დამოკიდებულება ქალაქიდან ქალაქში იცვლება. ამ დროისთვის გუდაურში მდებარე მშვიდობის მონუმენტის, რომელიც "გეორგიევსკის ტრაქტატს" და რუსეთ-საქართველოს მეგობრობას ეძღვნება, რეაბილიტაცია მიმდინარეობს. თუმცა, ბევრ სხვა ქალაქში საბჭოთა დანატოვარს ინდეფერენტულად ეკიდებიან. მაგრამ არა თბილისში.

CNN-ის თქმით, საქართველოს დედაქალაქში განახლების პროცესი აქტიურად მიმდნარეობს, ტურიზმი კი მზარდი განვითარების პარალელურად, რეკორდულად მაღალ მაჩვენებელს აღწევს. მეოცე საუკუნის დასაწყისში შექმნილი არტ-ნუვოს გადაფასება და შეკეთება ხდება, რომელიც თავის დროზე საბჭოთა ხელისუფლებამ დაგმო. 2011 წლიდან პირიქით საკმაოდ დიდი რაოდენობის საბჭოთა დროინდელი მონუმენტი განადგურდა.

სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ საბჭოთა დროს აშენებული ყველა მონუმენტი პოლიტიკური იდეოლოგიის მატარებელი არ იყო და ისინი დღესაც შენარჩუნებულია, მაგალითად ზურაბ წერეთლის ორი ნამუშევარი საქართველოს განმანათლებლის წმინდა ნინოს მონუმენტი და თემქაზე მდებარე "საქართველოს მატიანე", და ასევე ქართლის დედა.

CNN-ის თქმით ოცდამეერთე საუკუნის თბილისში თუ არა მთელს საქართველოში იმ საბჭოთა დროინდელი მონუმენტების დემონტაჟი, რომლეთა როგორც ეროვნული სიმბოლოს აღდგენა არ შეიძლება, სულ უფრო ხშირად ხდება.

myquiz