წვიმიან ამინდში სანახავი ფილმები | Allnews.Ge

წვიმიან ამინდში სანახავი ფილმები

წვიმიან ამინდში ყველას გვიჩევნია, სახლში დავრჩეთ და ფინჯან ჩაის ან ყავასთან ერთად საინტერესო ფილმს ვუყუროთ, თუმცა ხშირად მისი არჩევა ბევრ დროს გვაკარგვინებს.

Allnews.ge გთავაზობთ ფილმებს, რომლებიც წვიმიან და გრილ დღეს სასიამოვნოდ გაგატარებინებთ:

Wonder Boys/ვუნდერკინდები

მაყურებლებმა ამ ფილმს 2000 წლის საიკეთესო კინო ნამუშევარი უწოდეს. ფილმის შინაარსი მოგვითხრობს, ინგლისელი პროფესორის შუა ხნის ასაკის კრიზისის შესახებ, მას პრობლემები ექმნება ცოლთან, ასევე გარემოცვასთან, რასთანაც გამკლავებას ცდილობს.

Magnolia/მაგნოლია

ეს 1999 წელს გამოსული ფილმი მოგვითხრობს მარტოხელა ადამიანების მიერ სიყვარულის ძიების ისტორიებისა და ცხოვრებისეული მოულოდნელობების შესახებ.

Elizabethtown/ელიზაბეტთაუნი

"ელიზაბეტთაუნი" კომედიას, დრამასა და რომანტიკას აერთიანებს. ახალგაზრდა მამაკაცს ყველა უბედურება ერთად დაემართება: დაეღუპება მამა, დაკარგავს სამსახურს და მიატოვებს შეყვარებული, თუმცა მის ცხოვრებაში კარგი რაღაცებიც ხდება. მთავარი როლის შემსრულებელი ორლანდო ბლუმია, ფილმი ეკრანებზე 2005 წელს გამოჩნდა.

Watchmen/ მცველები

ფილმი, რომელიც 1985 წელს სუპერმენების ალტერნატიულ სამყაროში განვითარებულ მოვლენებზე მოგვითხობს. ფილმში ერთ-ერთი სუპერგმირი ყოფილი გმირისა და მსახიობის მკვლელობას იძიებს, ამასობაში კი რამდენიმე მძიმე დანაშაულს გამოააშკარავებს.

The New World/ახალი სამყარო

თუ ისტორიულ ფაქტებზე გადაღებული ფილმების მოყვარული ხართ, "ახალი სამყარო" იმედს არ გაგიცრუებთ, განსაკუთრებით მაშინ, როცა მთავარი როლის შემსრულებლად კოლინ ფარელს დაინახავთ. ეს ბიოგრაფიული დრამა ეხება ინგლისური გემის ეკიპაჟის მიერ ვირჯინიის აღმოჩენასა და პოკაჰონტასის რომანტიკულ სიყვარულს.

"ახალი სამყარო" ეკრანებზე 2005 წელს გამოვიდა.

The Tree of Life/ცხოვრების ხე

ისტორია ტეხასის შტატში მცხოვრები ოჯახის შესახებ მოგვითხრობს. მოვლენები 1956 წელს ვითარდება და უფროსი შვილისა და მშობლების კონფლიქტზეა აგებული.

"ცხოვრების ხე" ეკრანებზე 2011 წელს გამოვიდა.

The Girl with the Dragon Tattoo/გოგონა დრაკონის ტატუთი

ფილმი ამავე სახელწოდების რომანის მიხედვითაა გადაღებული. ეს კრიმინალური დრამა გამოსვლისთანავე ძალიან პოპულარული გახდა. ისტორია ჟურნალისტის მაიკლ ბლუმკვისტის გამოძიებას ეხება, რომელმაც 40 წლის წინ გაუჩინარებული ქალის საქმე გახსნა.

The Prestige/პრესტიჟი

ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ ორი ჯადოქარი ერთმანეთს ებრძვის, ერთმანეთის დასამარცხებლად ყველაფერს წირავენ.

ფილმი რეჟისორმა კრისტოფერ ნოლანმა გადაიღო, ეკრანებზე კი 2006 წელს გამოვიდა. მთავარ როლებს კრისტიან ბეილი, ჰიუ ჯეკმენი, სკარლეტ იოჰანსონი და მაიკლ კეინი ასრულებენ.

Tokyo Godfathers/ერთხელ ტოკიოში

შობის დღესასწაულზე სამი უსახლკარო, რომლებიც უკვე დიდი ხანია ქუჩაში ცხოვრობენ ნაგავში შემთხვევით ახალშობილს აღმოაჩენენ და ცდილობენ, მის მშობლებს მიაკვლიონ.

ანიმეს რეჟისორი სატოში კონია. ვისაც იაპონური ანიმეები მოგწონთ, "ერთხელ ტოკიოში" თქვენთვისაა.

Almost Famous/თითქმის ცნობილი

ფილმი მოგვითხრობს 15 წლის ბიჭის შესახებ, რომელიც ინფორმაციას როკ-ბენდების შესახებ აგროვებს, რათა შემდეგ "როლინგ სტოუნსის" ჟურნალში დაბეჭდოს.

ფილმი ეკრაბებზე 2 000 წელს გამოვიდა.

მომზადებულია IMDB-ის მიხედვით

myquiz