თაკო ნაცვლიშვილმა Victoria's Secret-ისგან უარყოფითი პასუხი მიიღო | Allnews.Ge

თაკო ნაცვლიშვილმა Victoria's Secret-ისგან უარყოფითი პასუხი მიიღო

ქართველი მოდელი თაკო ნაცვლიშვილი ნიუ-იორკში Victoria"s Secret-ის შერჩევის ფინალურ ტურს გამოეთიშა. ამის შესახებ მან საკუთარ პირად გვერდზე დაწერა.

"მადლობა ყველას გულშემატკივრობისთვის, გვერდში დგომისთის, მინდა იცოდეთ, რომ მართლა ძალიან ვაფასებ. სამწუხაროდ წელს უარყოფითი პასუხი მივიღე, თუმცა ამასთან ერთად დიდი გამოცდილებაც. წლევანდელი წარუმატებლობა არ ნიშნავს, რომ შემდეგ წელს დავნებდები, პირიქით, მეტი შემართებით გავალ და ამ წელს მაქსიმალურად გამოვიყენებ მოსამზადებლად." - ნათქვამია პოსტში.

როგორც ცნობილია, Victoria"s Secret გრანდიოზული ფინალური შოუსთვის 25 ახალ მოდელს არჩევს. იქნება თუ არა თაკოს ადგილი 25 მოდელს შორის, რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

თაკო ნაცვლიშვილი შესაძლოა Victoria"s Secret-ის ახალი სახე გახდეს

myquiz