ექსტრავაგანტული ტანისამოსი ნიუ-იორკის "წლის წვეულებაზე" | Allnews.Ge

ექსტრავაგანტული ტანისამოსი ნიუ-იორკის "წლის წვეულებაზე"

Met Gala მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმის კოსტიუმების ინსტიტუტის ექსტრავაგანტული წვეულებაა, რომელიც მაისის თვის პირველ ორშაბათს იმართება. წვეულება მიზნად კოსტიუმების ინსტიტუტისთვის (იგივე მოდის დეპარტამენტი) ფულის შეგროვებას ისახავს, რადგან ეს ერთადერთი კურატორული დეპარტამენტია, რომელიც შემოწირულობებით ფინანსდება.

არაოფიციალურად კი ორშაბათ საღამოს ნიუ-იორკში "წლის წვეულებად" და "აღმოსავლეთ სანაპიროს ოსკარად" მიიჩნევენ.

წვეულებაზე მოსახვედრი ბილეთები 30 000 დოლარი ღირს, მაგიდა კი 275 000 დოლარი. ბილეთების გაყიდვიდან შემოსული ფული მთლიანად კოსტუმების ინსტიტუტს ერიცხება. გასულ წელს 12 მილიონ დოლარზე მეტი თანხა მოგროვდა. თუმცა, ბილეთის ფულიც რომ გქონდეთ, თუ თავად შოუს ხელმძღვანელმა, ანა ვინტურმა არ გამოგიგზავნათ მოწვევა, წვეულებაზე მოხვედრას ვერ მოახერხებთ. თუმცა შეძლებთ დაათვალიეროთ ვარსკვლავების ექსტრავაგანტული კაბები წითელი ხალიჩიდან.

myquiz