რა იქნება მოდაში 2017 წელს | Allnews.Ge

რა იქნება მოდაში 2017 წელს

ასიმეტრიული ქვედაბოლოები, გრძელი ქამრიანი პალტოები და დიდმხრებიანი სამოსი 2017 წლის ახალი ტრენდი იქნება.

თუ 2016 წელს ყველას აბრეშუმის თხელი კაბები, მხრებზე მოშიშვლებული ზედატანები და Fendi-ს "სახიანი" ჩანთები გვქონდა, ახალი წლიდან განსხვავებულ სტილზე გადავალთ.

1. სანაპიროს სტილი

ზოლიანი სამოსი მუდამ ტრენდულია, რასაც 2017 წელს ლაუნჯის სკამებიანი, ქოლგებიანი და სხვა ზღვის აქსესუარებიანი ტანსაცმელი დაემატება.

2. ხაკისფერი სამოსი

ეს ფერი თითქმის ყველა დიზაინერის ჩვენებაში ფიგურირებდა და 2017 წელს, ქუჩის სტილის განუყრელი ნაწილიც გახდება.

3. ყვითელი

ღია ყვითელი, მუქი ყვითელი, ფოსფორისფერი, გაცრეცილი ყვითელი... ყვითელი ყველა ფორმასა და სტილში, 2017 წლის განუყრელი ნაწილი იქნება.

4. წვრილი ზოლები კლასიკურ სამოსზე

წვრილზოლიანი პიჯაკები, შარვლები, ზედატანები, პერანგები... 2017 წელს ყველა მათგანი მოდური იქნება, ასე რომ, თუ ოფისში მუშაობთ, ახალი სტილი ფართო არჩევანის საშუალებას გაძლევთ.

5. ერთ მხარზე მოშიშვლებული სამოსი

2016 წელს ორივე მხარეს მოშიშვლებული მხარი იყო მოდაში, წელს კი მხოლოდ ერთ მხარეს იქნება.

6. ფართო სახელოები

ფართო, შეხსნილი სახელოები, როგორც კაბებზე, ისე ზედატანებზე საკმაოდ ტრენდული გახდება.

7. თეთრი, მაისურის მსგავსი კაბები

ეს ძველი სტილი 2017 წელს საკმაოდ პოპულარული გახდება, მისი ჩაცმა, როგორც შიშველ ფეხზე, ისე შარვალზეც შეიძლება.

8. კორსეტი

სხვადასხვა სტილის კორსეტი როგორც მაისურების, ისე კაბების შემთხვევაში მოდაში იქნება.

9. კრემისფერი, თხელი პალტო

ეს უხეში, პალტო, მოდაში გაზაფხულზე შემოვა. მიუხედავად იმისა, რომ ის პოპულარობას წინა წელს არ კარგავდა, 2017-შიც ბევრი თქვენგანის საყვარელი სამოსი გახდება.

10. მანტიის ტიპის მოსაცმელები

ასეთი ტიპის როგორც პალტო, ისე საგაზაფხულო და საზაფხულო მოსაცმელები იქნება, რომელიც 2017 წლის ტრენდულ სამოსს წარმოადგენს.

შესაძლოა, ზოგიერთი ახალი ტენდენციის მიმართ კრიტიკულად ხართ განწყობილები, თუმცა ახალი სეზონიდან, შეიძლება ასე აღარ იფიქროთ და მათ შესაძენად წახვიდეთ.

მომზადებულია Elle- ს მიხედვით.

myquiz