ჩვენი საყვარელი ფილმები, რომლებიც რეალურ ისტორიებზეა დაფუძნებული | Allnews.Ge

ჩვენი საყვარელი ფილმები, რომლებიც რეალურ ისტორიებზეა დაფუძნებული

შეძლება, ხშირად არც კი დაკვირვებიხართ, რომ თქვენი საყვარელი ფილმები რეალურ ისტორიებზეა დაფუძნებული. სწორედ ამიტომ Allnews.ge გთავაზობთ იმ ფილმების სიას, რომლებსაც საფუძვლად ნამდვილი ამბები დაედო.

ყურადღების ცენტრში (spotlight) - ოსკაროსანი ფილმი დაფუძნებულია რეალურ ისტორიაზე და ბოსტონ გლოუბის რედაქციის მიერ გამოძიებული ისტორიის შესახებ მოგვითხრობს. ჟურნალისტური გამოძიება ეხება, სექსუალურ ძალადობას კათოლიკურ ეკლესიაში.

იმიტაციის თამაში (the imitation game) - ისტორიულ დრამას მათემატიკოს ალან ტიურინგის ისტორია უდევს საფუძვლად, რომელმაც მე-2 მსოფლიო ომის დროს, გერმანული სამხედრო შიფრის კოდი გატეხა.

ერინ ბროკოვიჩი (Erin Brockovich) - ფილმი დაფუძნებულია რეალურ ისტორიაზე და მოგვითხრობს უმუშევარი მარტოხელა დედის ისტორიას, რომელიც იურიდიულ კომპანიაში იწყებს მუშაობას. ერინი იბრძვის მსხვილი კომპანიების წინააღმდეგ, რათა მოსახლეობას მათი საქმიანობით მიყენებული ზიანი, სათანადოდ აუნაზღაურდეთ.

შინდლერის სია (schindler’s list) - სტივენ სპილბერგის ფილმში ასახულია წარმოშობით გერმანელი ბიზნესმენის, ოსკარ შინდლერის ცხოვრება. მან საკუთარ კომპანიაში დასაქმებით ასობით ებრაელი იხსნა ჰოლოკოსტისგან. გადარჩენილთა უმეტესობა, პოლონეთში დასახლებულ ებრაელებს წარმოადგენდნენ.

ოქტომბრის ცა (October Sky) - ამერიკული დრამა მოგვითხრობს, მაღაროელის მოზარდი შვილის, ჰომერ ჰიკემის ისტორიას. რუსული თანამგზავრის გაშვება, დიდ შთაბეჭდილებას მოახდენს მასზე, რის შემდეგაც ის გადაწყვეტს, საკუთარი რაკეტა ააგოს.

თავისუფლების მწერლები (Freedom writers) - დრამა, რომელშიც ასახულია ვილსონის სკოლაში მომხდარი ისტორია. იგი დაფუძნებულია ამავე სკოლის მასწავლებლის, ერინ გრუველის წიგნში "თავისუფალი მწერლების დღიური" გადმოცემულ ამბავზე.

ამერიკელი განგსტერი (American Gangster) - არაჩვეულებრივი სამსახიობო გუნდით, რიდლი სკოტმა ამერიკული ისტორია კრიმინალურ დრამად აქცია.

ბრწყინვალე გონება (A Beautiful Mind) - რონ ჰოვარდის ბიორაფიულ დრამაში აღწერილია ნიჭიერი მათემატიკოსის, ჯონ ფორბ ნეშის ისტორია. ფილმი გადაღებულია ამავე სახელწოდების ნაწარმოების მიხედვით, რომელიც 1998 წელს გამოიცა და პულიცერის პრემია მიიღო.

ვოლ სტრიტის მგელი (The Wolf of Wall Street) - მარტინ სკორსეზეს 2013 წლის ფილმს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ფილმი რეალურ ისტორიაზეა დაფუძნებული და ჯორდან ბელფორდის საბროკერო საქმიანობის შესახებ მოგვითხრობს.

ჯოი (Joy) - ამერიკული ბიოგრაფიული კომედია, დევიდ ო რასელის რეჟისორობით. ფილმში მთავარ როლს ჰოლივუდის ერთ-ერთი მაღალანაზღაურებადი მსახიობი ქალი, ჯენიფერ ლოურენსი ასრულებს.

myquiz