შეიარაღებულმა პირებმა კიმ კარდაშიანი გაძარცვეს | Allnews.Ge

შეიარაღებულმა პირებმა კიმ კარდაშიანი გაძარცვეს

პარიზში, შეიარაღებულმა პირებმა ამერიკელი ტელეწამყვანი კიმ კარდაშიანი გაძარცვეს. "ბიბისის" ცნობით, მძარცველებმა სხვა ნივთებთან ერთად, გაიტაცეს სამკაულების ყუთი, რომელშიც 6 მილიონი დოლარის ღირებულების ძვირფასეულობა ინახებოდა. გარდა ამისა, თავდამსხმელებმა წაიღეს 4 მილიონ დოლარად ღირებული კიმ კარდაშიანის ბეჭედი.

არსებული ინფორმაციით, ამერიკელი ტელეწამყვანი პოლიციელის ფორმაში გადაცმულმა რამდენიმე შეიარაღებულმა პირმა პარიზის ერთ-ერთ ძვირადღირებულ რეზიდენციაში გაძარცვა.

კიმ კარდაშიანი საფრანგეთის დედაქალაქში მოდის კვირეულზე დასწრების მიზნით იყო ჩასული, თუმცა მომხდარის შემდეგ პარიზი დატოვა.

myquiz