მოკლული გოგონას ბაბუა - დაკავებული, სავარაუდოდ, პედოფილია - სახალხოდ უნდა დავწვათ! | Allnews.Ge

მოკლული გოგონას ბაბუა - დაკავებული, სავარაუდოდ, პედოფილია - სახალხოდ უნდა დავწვათ!

გორში მოკლული 8 წლის გოგონას ბაბუის, ხვიჩა ბერიაშვილის ვარაუდით, პირი, რომელიც მისი ძმის შვილის მკვლელობის საქმეზე დააკავეს, სავარაუდოდ, პედოფილია.

მისივე თქმით, დაკავებული გორის მუნიციპალიტეტიდანაა.

"სავარაუდოდ, პედოფილი იყო, ნასამართლევია. ალბათ, შემოაკვდა ბავშვი. ჩვენ რომ ვეძებდით, სავარაუდოდ, მაგ დროს ურიკით ჩამოატარა აქ... ეს გამაპატიოსნებინეთ და მერე ნახეთ სკანდალი. სახალხოდ უნდა დავწვათ - დედა, მამა, ძმა... ყველაფერი გაირკვევა", - განცხადა ბერიაშვილმა.

გორში 8 წლის გოგონა გუშინ გაუჩინარდა, რომელიც რამდენიმე საათში გარდაცვლილი იპოვეს. განზრახ მკვლელობის ფაქტზე 33 წლის, წარსულში ნასამართლევი მამაკაცია დაკავებული, რომელიც გოგონას მეზობელი სახლის სარემონტო სამუშაოებზე მუშაობდა.

myquiz