ცნობილი სახეები, რომლებიც სპორტის სასახლეში სალომე ზურაბიშვილის შემაჯამებელ შეხვედრას ესწრება | Allnews.Ge

ცნობილი სახეები, რომლებიც სპორტის სასახლეში სალომე ზურაბიშვილის შემაჯამებელ შეხვედრას ესწრება

სპორტის სასახლეში იმართება სალომე ზურაბიშვილის შემაჯამებელი შეხვედრა მხარდამჭერებთან. შეხვედრა სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ: პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე, თბილისის მერი და სხვები.

"ქართული ოცნების" მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის წინასაარჩევნო კამპანიის შემაჯამებელ შეხვედრას საქართველოს ხელისუფლების პირველი პირები, მათ შორის ბიძინა ივანიშვილი ესწრება. ივანიშვილი სპორტის სასახლეში პრეზიდენტობის კანდიდატთან ერთად მივიდა, რასაც დამსწრე საზოგადოება აპლოდისმენტებით შეხვდა.

შეხვედრას ესწრებიან პარლამენტარები, მთავრობის წევრები, ასევე საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი სახეები, მათ შორის, ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის წევრები - გარდაცვლილი ბიზნესმენის და მზია თორთლაძე და შვილიშვილი ლიზი მაღრაძე, ხათუნა ჟორდანია, მომღერლები - მარიკა თხელიძე, თიკა ჯამბურია, აჩიკო მეფარიძე, "თეატრალური კვარტეტი" და სხვები.

myquiz