წითელას შემთხვევებით საქართველო მე-3 ადგილზეა - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ევროპის ქვეყნებს საჭირო ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს | Allnews.Ge

წითელას შემთხვევებით საქართველო მე-3 ადგილზეა - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ევროპის ქვეყნებს საჭირო ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს

წითელას შემთხვევებით წელს, საქართველო მესამე ადგილზეა. როგორც BBC მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებზე დაყრდნობით წერს, ევროპაში წითელას შემთხვევებმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. 2018 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში 41 000 ადამიანი წითელათი დაინფიცირდა, რის შედეგადაც 37 ადამიანი გარდაიცვალა. შედარებისთვის გასულ წელს, აღნიშნულ პერიოდში 23 927 დაინფიცირების შემთხვევა იყო, 2016 წელს კი 5 273. სპეციალისტები წითელას შემთხვევების ზრდას ვაქცინაციის შემთხვევების კლებას უკავშირებს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ევროპის ქვეყნებს საჭირო ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს.
წითელას ვირუსი დაახლოებით 10 დღეს გრძელდება. დაინფიცირებულთა უმრავლესობა ბოლომდე გამოჯანმრთელებას ახერხებს, თუმცა, ზოგ შემთხვევაში რჩება გართულებები, მაგალითად:

- ენცეპალიტი

- მენინგიტი

- პნევმონია

- ჰეპატიტი

ახლა გვიტევს წითელა, მოვუწოდებ მშობლებს, აცრან ბავშვები - ამირან გამყრელიძე

წითელას ვაქცინას შეუძლია ამ ვირუსის თავიდან არიდება, თუმცა, არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია, რომ აღნიშნული ვაქცინა აუტიზმს იწვევს, რის გამოც, დიდმა ნაწილმა მის გაკეთებაზე უარი განაცხადა.

myquiz