ვეშაპი 29 კილოგრამი პლასტმასის ნარჩენების გადაყლაპვის შედეგად დაიღუპა | Allnews.Ge

ვეშაპი 29 კილოგრამი პლასტმასის ნარჩენების გადაყლაპვის შედეგად დაიღუპა

სამხრეთ ესპანეთში, მურსიის სანაპიროზე იპოვნეს გამორიყული ვეშაპი, რომელიც დაახლოებიტ 29 კილოგრამი პლასტმასის ნარჩენების გადაყლაპვის შედეგად დაიღუპა.

როგორც გამოცემა Forbes-ი წერს, ეს შემთხვევა პლასტმასით ოკეანეების დაბინძურების საკითხს კიდევ ერთხელ გვახსენებს.

კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ვეშაპი დიდი რაოდენობით პლასტმასის გადაყლაპვის შემდეგ კუჭის შოკური მდგომარეობის შედეგად დაიღუპა. გაკვეთის შედეგად აღმოჩნდა, რომ ვეშაპს კუჭსა და ნაწლავებში პლასტმასის ჩანთები, ბადეები, თოკები, ტომრები და კონტეინერები ჰქონდა. ექსპერტებმა ვეშაპის მუცლის ღრუში ასევე ბაქტერიული ან სოკოვანი ინფექციაც აღმოაჩინეს. ეს ყველაფერი კი იმის მანიშნებელია, რომ ვეშაპს ორგანიზმიდან პლასტმასის გამოდევნა არ შეუძლია.

აღსანიშნავია, რომ ვეშაპის სახეობა, რომელიც პლასტმასით მოწამვლის შედეგად დაიღუპა, აშშ-ში საფრთხის ქვეშ მყოფი სახეობების სიაშია და 6 ტონაზე მეტს იწონის. აღნიშნული ვეშაპები ძირითადად, 70 წელს ცოცხლობენ.

მომხდარის შემდეგ მურსიის ადგილობრივმა მთავრობამ სანაპიროს პლასტმასით დაბინძურების წინააღმდეგ კამპანია წამოიწყო. Forbes-ის შეფასებით, ცხადია, რომ მომავალი ათწლეულების განმავლობაში ოკეანეების პლასტმასით დაბინძურება წყლის ბინადართათვის უდიდესი საფრთხე იქნება. უკანასკნელი კვლევის თანახმად, მსოფლიოს ოკეანეებში დაახლოებით 5 ტრილიონი პლასტმასის ნარჩენი ტივტივებს. ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ 2050 წლისთვის პლასტმასის სრულ წონას ოკეანეებში თევზების რაოდენობის გადაწონვაც კი შეუძლია.

მეცნიერებმა პლასტმასის მჭამელი ბაქტერია აღმოაჩინეს

როგორც გამოცემა წერს, იმის გათვალისწინებით, რომ ოკეანეების პლასტმასით დაბინძურება მაღალი სიხშირით ხდება, ვეშაპები უფრო ხშირად დაიღუპებიან ხოლმე. დაახლოებით 2 წლის წინ ამ მიზეზით 13 ვეშაპი დაიღუპა.

ამ პრობლემასთან გასამკლავებლად ბევრმა ქვეყანამ ერთჯერადი მოხმარების პოლიეთილენის პარკების გამოყენება აკრძალა, მათ შორის არის საფრანგეთიც, სადაც პლასტმასის ჭურჭლის გამოყენება ნებადართული არ არის.

გარდა ამისა, ევროკავშირი მუშაობს, რომ 2030 წლისთვის ნებისმიერი ტიპის პლასტმასი გადამუშავებადი გახდეს და არაბიოდეგრადირებადი პლასტმასის წარმოება აიკრძალოს.

myquiz