ლარი კიდევ რამდენიმე თეთრით გაუფასურდა | Allnews.Ge

ლარი კიდევ რამდენიმე თეთრით გაუფასურდა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.5873 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5612 ლარი იყო.

შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0261 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0106 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9766 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0340 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ხვალიდან შევა ძალაში.

myquiz