უკანასკნელი 6 თვის განმავლობაში საქართველოში 1760 მოქალაქის დეპორტაცია განხორციელდა | Allnews.Ge

უკანასკნელი 6 თვის განმავლობაში საქართველოში 1760 მოქალაქის დეპორტაცია განხორციელდა

2017 წლის 6 თვეში საქართველოში 1760 მოქალაქის დეპორტაცია მოხდა. შსს-ს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 6 თვეში საქართველოს ყველაზე მეტი მოქალაქის დეპორტაცია თურქეთიდან განხორციელდა, აქედან 874 ადამიანი გამოაბრუნეს. 206 მოქალაქის დეპორტაცია მოხდა გერმანიიდან, ხოლო ისრაელიდან - 200.

სტატისტიკური მონაცემების თანახმად, საქართველოს 78 მოქალაქის დეპორტაცია რუსეთიდან, 56-ის საფრანგეთიდან, ხოლო 37-ის საბერძნეთიდან განხორციელდა.

myquiz