გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი - ყატარის ბლოკადამ, შესაძლოა, სპარსეთის ყურეში მორიგი ომი გამოიწვიოს | Allnews.Ge

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი - ყატარის ბლოკადამ, შესაძლოა, სპარსეთის ყურეში მორიგი ომი გამოიწვიოს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ზიგმარ გაბრიელი შიშობს, რომ საუდის არაბეთისა და მოკავშირე ქვეყნების მიერ, ყატარის ბლოკადამ, შესაძლოა, სპარსეთის ყურეში მორიგი ომი გამოიწვიოს.

"არსებობს საფრთხე, რომ აღნიშნული კონფლიქტი ომში გადაიზარდოს", - განაცხადა გერმანიის პირველმა დიპლომატმა გამოცემა Frankfurter Allgemeine Sonntagszeitung-თან ინტერვიუში.

ზიგმარ გაბრიელის განმარტებით, იმ კონსულტაციების შემდეგ, რომლიც მან მიმდინარე კვირას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გაიარა, აცნობიერებს, რამდენად სერიოზული ვითარებაა.

"დოიჩე ველეს" ცნობით, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი მიმდინარე კვირის განმავლობაში უშუალოდ შეხვდა მის არაბ, ყატარელ და თურქ კოლეგებს და ჰქონდა სატელეფონო საუბარი ირანისა და ქუვეითის პირველ დიპლომატებთან. ზიგმარ გაბრიელი მიიჩნევს, რომ ნეგატიური სცენარისთვის თავის არიდების კარგი შანსი არსებობს, მაგრამ გამოსავალი მოლაპარაკების გზით უნდა გამოიძებნოს.

myquiz