"ბირჟა მაფიას" წევრს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა | Allnews.Ge

"ბირჟა მაფიას" წევრს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

საქალაქო სასამართლოში "ბირჟა მაფიას" წევრის მიშა მგალობლიშვილის საქმესთან დაკავშირებით განხილვა დასრულდა. მგალობლიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 3-თვიანი პატიმრობა შეეფარდა.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. თავად მგალობლიშვილი ბრალს არ აღიარებს.

მგალობლიშვილის და ქებურიას საქმეებს სასამართლო ცალ-ცალკე განიხილავს.

 

"ბირჟა მაფიას" წევრებს 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ

myquiz