ძლიერმა სეტყვამ ლაგოდეხის რაიონის სოფლებში ვენახები და ხეხილის ბაღები გაანადგურა | Allnews.Ge

ძლიერმა სეტყვამ ლაგოდეხის რაიონის სოფლებში ვენახები და ხეხილის ბაღები გაანადგურა

სეტყვამ ლაგოდეხის რაიონის სოფლები დააზიანა. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ძლიერმა სეტყვამ ლაგოდეხის რაიონის სოფლებში, საქობოსა და ჩადუნიანში ვენახები და ხეხილის ბაღები გაანადგურა. წვიმის შედეგად დაიტბორა ასევე რამდენიმე საცხოვრებელი სახლიც.

მოსახლეობა დახმარებას ხელისუფლებას სთხოვს.

ადგილზე იმყოფებოდა გამგებლის წარმომადგენელი გოგი ბუტილაშვილი. მისი ინფორმაციით, რომ არა სეტყვის საწინააღმდეგო აპარატის მუშაობა, ზარალი უფრო დიდი იქნებოდა. მისივე ინფორმაციით, ამჟამად მიმდინარეობს სეტყვისა და წვიმის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლა.

myquiz