გორის რაიონის რამდენიმე სოფელი სეტყვამ დააზარალა | Allnews.Ge

გორის რაიონის რამდენიმე სოფელი სეტყვამ დააზარალა

გორის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ დააზარალა. მარცვლეულის ნათესები და ბოსტნეული კულტურების დიდი ნაწილი განადგურებულია.

"ფაქტობრივად, აღარც ხილი გვაქვს და აღარც ბოსტნეული. მოსავლის 80% განადგურებულია. ჯერ გაზაფხულის ყინვებმა გაანადგურა კურკოვანი ხილი, ახლა კი სეტყვაც დაემატა და მთლიანად განადგურდა პომიდვრისა თუ კომბოსტოს ნარგავები.

მოსახლეობის უმრავლესობას მოსავალი დაზღვეული არ გვქონდა. ხალხს იმდენად უჭირს, რომ დაზღვევისთვის საჭირო თანხაც არ გააჩნია”, - განაცხადა სოფელ ვარიანში მცხოვრებმა ნიკოლოზ კერესელიძემ.

შიდა ქართლის ტერიტორიაზე რამდენიმე დღეა წვიმს.

myquiz