მეტროსადგურ "წერეთელში" მომხდარ ინციდენტზე მეტროპოლიტენის წარმომადგენელი კომენტარს აკეთებს | Allnews.Ge

მეტროსადგურ "წერეთელში" მომხდარ ინციდენტზე მეტროპოლიტენის წარმომადგენელი კომენტარს აკეთებს

10:00 საათისთვის მეტროსადგურ წერეთლის ესკალატორების კაბელებში შეიმჩნეოდა მცირედი დაკვამლიანება ამიტომ, მგზავრების უსაფრთხოების მიზნით შევწყვიტეთ მგზავრების მიღება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თბილისის მეტროპოლიტენის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს.

რამ გამოიწვია დაკვამლიანება, ამის შესახებ მეტროშიპოლიტენში განმარტებებს ჯერჯერობით არ აკეთებენ და აცხადებენ, რომ აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით, საკითხის დეტალურად გარკვევის შემდეგ გახდება ცნობილი.

"მეტროში ჩასული მგზავრების ამოყვანის საჭიროება არ ყოფილა და მათ შეფერხების გარეშე გააგრძელეს მგზავრობა. დანარჩენი სადგურები ჩვეულ რეჟიმში მუშაობენ. მატარებლის მოძრაობის მხრივ ხარვეზი არ ყოფილა. მატარებლები წერეთლის მეტროსადგურზე გაჩერების გარეშე მოძრაობენ", - განაცხადეს მეტროპოლიტენის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

myquiz