ქუთაისის შემოვლით გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა | Allnews.Ge

ქუთაისის შემოვლით გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა

გუშინ ქუთაისის შემოვლით გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა.

როგორც იმერეთის კლინიკური საავადმყოფოს დირექტორმა ირაკლი გოგინავამ განაცხადა, კლინიკაში ორი დაშავებული შეიყვანეს, რომელთაგან ერთს სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმები აღენიშნებოდა. ის საავადმყოფოში გარდაიცვალა. მეორე დაშავებულის მდგომარეობა კი მძიმეა.

ქუთაისის შემოვლით გზაზე ავარიას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა

ქუთაისის შემოვლით გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, მათ შორის 7 თვის ორსული ქალბატონია, მეექვსე მგზავრი კი საავადმყოფოში დაიღუპა.

myquiz