აშშ-ის მიერ ავღანეთში განხორციელებული ოპერაციის შედეგად "ისლამური სახელმწიფოს" 36 ტერორისტი დაიღუპა | Allnews.Ge

აშშ-ის მიერ ავღანეთში განხორციელებული ოპერაციის შედეგად "ისლამური სახელმწიფოს" 36 ტერორისტი დაიღუპა

გუშინ აშშ-ის მიერ ავღანეთში განხორციელებული ოპერაციის შედეგად "ისლამური სახელმწიფოს" 36 ტერორისტი დაიღუპა.

გუშინ, აშშ-მა პირველად გამოიყენა ყველაზე ძლიერი არაბირთვული ბომბი საომარ პირობებში, რომლის სამიზნეც ავღანეთში დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" "ბოევიკები" იყვნენ.

ამერიკამ ავღანეთში 9,5 ტონიანი ბომბი ჩამოაგდო

ავღანეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელის დაულათ უაზირის განცხადებით, სამოქალაქო მოსახლეობის შორის დაშავებულები არ არიან.

"სამოქალაქო მოსახლეობა არ დაშავებულა. განადგურებულია ბაზა, რომელსაც "ისლამური სახელმწიფო" თავდასხმების განსახორციელებლად იყენებდა", - ნათქვამია ავღანეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

NBC: აშშ მზად არის ჩრდილოეთ კორეაზე პრევენციული დარტყმა განახორციელოს

დონალდ ტრამპმა ავღანეთში გუშინ განხორციელებულ ოპერაციას "წარმატებული" უწოდა.

"ეს იყო კიდევ ერთი ძალიან წარმატებული მისია", - აღნიშნა აშშ-ს პრეზიდენტმა.

myquiz