ქართველი მოსწავლეები საერთაშორისო ოლიმპიადიდან 10-ზე მეტი მედლით დაბრუნდნენ | Allnews.Ge

ქართველი მოსწავლეები საერთაშორისო ოლიმპიადიდან 10-ზე მეტი მედლით დაბრუნდნენ

ყაზახეთში ჩატარებული ჟაუტიკოვის საერთაშორისო ოლიმპიადიდან საქართველოს ოთხი სკოლის მოსწავლეები 10-ზე მეტი მედლით დაბრუნდნენ.

კომაროვის სკოლის გუნდმა 60-მდე გუნდს შორის მესამე საპიზო ადგილი დაიკავა. მოსწავლეებმა 2 ოქროს, 3 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

"ეს იყო სკოლებს შორის შეჯიბრი, ინდივიდუალური ოლიმპიადაც იყო და ჯამური შედეგებით ხდებოდა სკოლების რეიტინგის შედგენა. ჩვენ წელს ვაჯობეთ ისეთ სკოლებს, როგორიცაა მაგალითად ლომონოსოვის უნივერსიტეტის კოლეჯი, რომელიც სულ პირველ ადგილს იღებდა. ახლა ვემზადებით მსოფლიო ოლიმპიადისთვის, რომელიც ზაფხულში გაიმართება და სადაც ქვეყანა ნაკრების სახით მონაწილეობს. ეს ოლიმპიადა ძალიან მნიშნელოვანი და გაცილებით რთულია. იქ გამარჯვება ძალიან ბევრს ნიშნავს ჩვენთვის, ამიტომ ამისთვის აქტიურად ვემზადებით", - აღნიშნა Allnews.ge-სთან საუბრისას კომკაროვის სკოლის გუნდის ხელმძღვანელმა სანდრო ლომაძემ.

ქართველი მოსწავლეების გამოგონებები

"ჩემთვის ეს მეხუთე მონაწილეობა იყო საერთაშორისო ოლიმპიადაზე. კონკრეტულად ამ ოლიპიადაზე მესამეჯერ გავედი. საკმაოდ რთული დავალებები იყო", - აღნიშნა მეთერთმეტე კლასელმა ალექსანდრე საათაშვილმა.

ოლიმპიადიდან წარმატებით საქართველოდან მხოლოდ კომაროვის სკოლის მოსწავლეები არ დაბრუნებულან. ოლიმპიადაზე აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის №42 საჯარო სკოლიდან მეთორმეტეკლასელმა დავით თათოშვილმა მათემატიკაში ვერცხლის მედალი მოიპოვა, ხოლო მეთერთმეტეკლასელებმა ზურაბ ჯაშმა და ირაკლი შალიბაშვილმა ფიზიკასა და მათემატიკაში ბრინჯაოს მედლები დაიმსახურეს. ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ასევე კომპიუტერულ მეცნიერებებში მეთერთმეტე კლასის მოსწავლემ, ალექსანდრე ხარაბაძემ.

ოლიმპიადაზე მედლები კიდევ ორი სკოლის, დემირელის სახელობის კოლეჯისა და ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის ფიზიკა-მათემატიკის სკოლის მოსწავლეებმაც მოიპოვეს.

ჟაუტიკოვის ოლიმპიადა ტრადიციულად ყოველწლიურად ალმატიში ტარდება. ტურნირის ფარგლებში არის გუნდური და ინდივიდუალური შეჯიბრი. წელს მე-13 ოლიმპიადა ჩატარდა, სადაც მონაწილეობას 16 სახელმწიფოს 60-მდე გუნდი იღებდა.

მოსწავლეებმა, შესაძლოა, ელექტრონული სახელმძღვანელოებით ისარგებლონ

myquiz