6 გზა ალეპოში მყოფი მოსახლეობის დასახმარებლად | Allnews.Ge

6 გზა ალეპოში მყოფი მოსახლეობის დასახმარებლად

ამბოხებულების მიერ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ არსებული შეთანხმების დარღვევის შემდეგ, სირიის სახელისუფლებო ჯარებმა ალეპოში სამხედრო ოპერაცია კვლავ განაახლეს.

ამ დრომდე, ორმხრივ შეტაკებებს დიდი ოდენობით მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლე ემსხვერპლა. მიმდინარე კვირას გაერთიანებული სამეფოს კონსერვატიული პარტიის წევრმა ჯორჯ ოსბორნმა განაცხადა, რომ ის ალეპოში მიმდინარე არაადამიანურ ქმედებაზე პიროვნულ პასუხისმგებლობას გრძნობს.

წარმომადგენელთა პალატაში საგანგებო სხომაზე სიტყვით გამოსვლისას პარლამენტის წევრმა განაცხადა:

"მე ვფიქრობ, ამ პარლამენტში მსხდომნი საკუთარ თავს ვატყუებთ თუ გვჯერა, რომ სირიაში მიმდინარე პროცესებზე პასუხისმგებლობა არ გვაქვს. მე ვიღებ პასუხისმგებლობას, როგორც ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წევრი. პარლამენტმაც უნდა აიღოს პასუხისმგებლობა იმაზე, რაც ხდება.

მაგრამ რისი გაკეთება შეგვიძლია ახლა?

რა შეიძლება გააკეთოს კონფლიქტის ზონიდან რამდენიმე ათასი კილომეტრით დაშორებულმა თითოეულმა ადამიანმა სიცოცხლის გადასარჩენად მებრძოლი სირიელებისთვის.

1. შემოწირულობა ოქსფამში

ყველაზე სწრაფი და მარტივი გზა, რომლის საშუალებითაც სირიაში მყოფ მშვიდობიან მოსახლეობას დავეხმარებით, შემოწირულობის გაკეთებაა. ოქსფამი ამჟამად სირიის კრიზისის დასაძლევად მუშაობს და ყველაზე რთულ მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს საკვებითა და თავშესაფრით ამარაგებს.

ოქსფამის წარმომადგენლის ენდი ბეიკერის თქმით, ოქსფამი შეძრულია იმ ფაქტით, რომ სირიის მშვიდობიანი მოსახლეობა, მათ შორის ქალები და ბავშვები, სახელისუფლებო ძალების მხრიდან არაადამიანური მოპყრობისა და წამების მსხვერპლნი ხდებიან.

სირიის შეიარაღებული ძალები და მათი მოკავშირეები უნდა დარწმუნდნენ, რომ ალყაში დარჩენილი მოსახლეობა და ისინიც, ვინ ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიას მიაღწიეს, ამჟამად უსაფრთხოდ იმყოფებიან და მათი უფლებები დაცულია. ოქსფამში დონაციის სურვილის შემთხვევაში გადადით ბმულზე: donate.oxfam.org.uk/emergency/syria

2. გავუწიოთ დახმარება ექიმებს საზღვრების გარეშე

ორგანიზაციის "ექიმები საზღვრების გარეშე" დაუღალავი და გმირობის ტოლფასი სამუშაო ფინანსური დახმარების გარეშე წარუმატებელი იქნებოდა. დღეს ორგანიზაციის წევრები, მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის მიმართ შეშფოთებას და უკმაყოფილებას გამოთქვამენ იმ ადამიანების უმოქმედობის გამო, ვისაც აღნიშნული დამანგრეველი პროცესების შეჩერების ბერკეტები გააჩნია.

ექიმები მიიჩნევენ, რომ მხარეებმა, პირველ რიგში, მშვიდობიან მოსახლეობას, დაჭრილებსა და დაშავებულებს უნდა მისცენ კონფლიქტის ზონის დატოვების საშუალება. შეგიძლიათ ერთჯერადი შემოწირულობა გააკეთოთ ან გახდეთ მუდმივი დონორი: donate.doctorswithoutborders.org/onetime.cfm

3. დავეხმაროთ "თეთრ ჩაფხუტებს"

ყოველ დღე სირიის სამოქალაქო თავდაცვის, იგივე "თეთრი ჩაფხუტების" წევრები, დაბომბვისა და შეტაკებების ადგილას პირველები ჩნდებიან.

მაშველები ნანგრვებეში ჩარჩენილი ადამიანების ამოყვანასა და უსაფრთხო ადგილას გადაყვანას ცდილობენ.

მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ ათობით ათასი ადამიანის გადარჩენა შეძლეს.

ფული რომელსაც "თეთრი ჩაფხუტრების" დასახმარებლად გადარიცხავთ დაშავებულ მაშველებს რეაბილიტაციას, სამსახურში აღდგენასა და ახალი სამაშველო აღჭურვილობის შეძენაში დაეხმარება herofund.whitehelmets.org/donate/

4. წითელი ჯვრის საერთაშორისო საზოგადოება

ალბათ, ყველამ ვიცით, რასაც აკეთებს აღნიშნული ორგანიზაცია და იმასაც ვაცნობიერებთ, რომ მსოფლიო გაცილებით მეტი უბედურებით იქნებოდა სავსე მათ გარეშე. მათი წვლილი სირიის კონფლიქტის მიმდინარეობისასაც განუზომელია - ორგანიზაციის წევრებმა ათასობით ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეძლეს. მიმდინარე წელს ორგანიზაციის წევრებმა კონფლიქტის ხაზთან ახლოს 55 სამაშველო ოპერაცია ჩაატარეს და 8 მილიონი ადამიანი საკვებითა და პირველადი დახმარების ნივთებით მოამარაგეს. დონაცია შესაძლებელია ბმულზე გადასვლით: icrc.org/en/donate/syria-crisis-appeal

5. ხმა ავიმაღლოთ მიგრანტების უფლებების დასაცავად

მიგრანტების გლობალური კრიზისი, რომელიც სირიის კონფლიქტმა გამოიწვია, სწრაფ მოგვარებას არ ექვემდებარება.

ყოველი გავლილი დღე სულ უფრო მეტ სირიელ ოჯახს ტოვებს სახლ-კარისა და დახმარების გარეშე.

პრობლემის გადასწყვეტად რაიმე ცალსახა და მარტივი გამოსავალი არ არსებობს, მაგრამ თქვენი დახმარება და მზაობა ნათელი მესიჯია ლიდერი ქვეყნების ხელისუფლებებისთვის, რომლებსაც თავშესაფრის მაძიებელთა დახმარება შეუძლია. თქვენი გზავნილი შეგიძლიათ Amnesty Inernational-ის დახმარებით გაახმოვანოთ amnesty.org/en/get-involved

6. დავეხმაროთ ბავშვებს

სირიაში მიმდინარე შეტაკებებმა და ომმა ოჯახები გაანადგურა. მიგრანტი და კონფლიქტის ზონაში მყოფი ბავშვების რაოდენობა გამაოგნებელია, ხოლო ადამიანის უფლებების დარღვევების ფაქტები შეშფოთებას იწვევს.

"იუნისეფის" თანახმად, ძალადობის წინააღმდეგ ყველაზე მოწყვლად ფენას სწორედ ბავშვები წარმოადგენენ - მათ დაჯგუფებების სასარგებლოდ მუშაობას აიძულებენ, ბევრი მათგანი ძალადობისა და მონობის მსხვერპლი ხდება.

თქვენი შეწირულობის დახმარებით, "იუნისეფი" გააქტიურებს მუშაობას სირიელი ბავშვების დახმარებისა და დაცვისთვის unicef.org.uk/donate/child-refugees

"ჩვენ ყველამ ვიცით ინტერვენციის ფასი, ახლა ინტერვენციისგან თავის შეკავების ფასიც გავიგეთ"- ჯორჯ ოსბორნი.

myquiz