დონალდ ტრამპის ოფისის ინტერიერი | Allnews.Ge

დონალდ ტრამპის ოფისის ინტერიერი

"მიუხედავად იმისა, რომ დონალდ ტრამპი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი გახდა, ის ყოველთვის "თეთრ სახლში" ვერ იქნება, რადგან, "ბატონი ტრამპი საკუთარი სახლის მოყვარულია და ურჩევნია, დილით, Trump Tower-ში, საკუთარ ლოგინში გაიღვიძოს." - აცხადებენ რეპორტიორები, მეგი ჰაბერმანი და ეშლი პარკერი.

ინაგურაციის შემდეგ, ტრამპი აპირებს, რომ სამუშაო დღეები "თეთრ სახლში," ხოლო დასვენების დღეები "ტრამპ თაუერში" გაატაროს. ბიზნესმენის ოფისი მანჰეტენზე მდებარეობს, თავად ტრამპმა კი 26-ე სართულზე დაიდო ბინა.

გასულ წელს, დონალ ტრამპმა განაცხადა, რომ ყოველ დღე 05:00 საათზე იღვიძებს და 08:00 საათამდე საინფორმაციო გადაცემებს უყურებს და პრესის სიახლეებს ეცნობა.

მისი კაბინეტის კედლები სპორტული რელიქვიებითაა დაფარული და მათი რაოდენობა სულ უფრო და უფრო მატულობს.

ოფისის კედლის ერთ ნაწილზე ჟურნალების ყდაზე გამოსახული დონალდ ტრამპის ფოტოებია განთავსებული.

ტრამპი იმ 10 მამაკაცს შორისაა, რომლებიც Playboy-ს ყდაზე გამოჩნდნენ.

ამერიკის პრეზიდენტის მანჰეტენის ოფისის კაბინეტში მდებარე სამუშაო მაგიდაზე ჟურნალებია მოთავსებული, რომლებზე დონალდ ტრამპის ფოტოებია დაბეჭდილი. მისი ხილვა თითქმის ყველა ტიპის გამოცემაშია შესაძლებელი: Rolling Stone, Blooming Businessweek, The Economist, Newsmax.

ტრამპის წითელი სავარძელი, იმ ფანჯრის წინ დგას, რომელიც ცენტრალური პარკის საუცხოო ხედს გადაჰყურებს,- "ყველაზე დიდი რამ ჩემთვის ნიუ იორკის ხედია," - აღნიშნავს აშშ-ის პრეზიდენტი.

ყველაზე საინტერესო ისაა, რომ დონალ ტრამპს მაიკ ტაისონის გამარჯვების ქამრიდან დაწყებული, ტომ ბრედის სუპერ თასის ჩაფხუტით დამთავრებული, თითქმის, ყველა საუკეთესო სპორტსმენის აქსესუარი აქვს.

დონალდ ტრამპის სამუშაო მაგიდაზე ოჯახსა და მეგობრებთან ერთად გადაღებული ფოტოები აწყვია. მას 5 შვილი ჰყავს და ყველა მათგანთან გადაღებული ფოტოები ოთახის მთავარ მაგიდაზე დევს.

მომზადებულია Business Insider-ის მიხედვით.

myquiz