ქუთაისის აეროპორტში 10 ახალგაზრდა ქართველი ქალი დააკავეს | Allnews.Ge

ქუთაისის აეროპორტში 10 ახალგაზრდა ქართველი ქალი დააკავეს

არსებული ინფორმაციით, ქუთაისში დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში რამდენიმე ახალგაზრდა დააკავეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდების დაკავება ნარკოტიკული ნივთიერების გადატანის ფაქტზე მოხდა.

ამავე ინფორმაციით, დაკავებულია 10 ქართველი ახალგაზრდა ქალი.

ქუთაისის აეროპორტში 10 ქართველი ახალგაზრდა ქალის დაკავების საფუძველზე საპოლიციო ღონისძიება მიმდინარეობს

myquiz