"ქართველ მუსლიმთა კავშირის" თავმჯდომარე გოგონების წინდაცვეთასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს | Allnews.Ge

"ქართველ მუსლიმთა კავშირის" თავმჯდომარე გოგონების წინდაცვეთასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს

საქართველოში მცხოვრებ ქართველ ან აზერბაიჯანელ მუსლიმებში გოგონების წინდაცვეთის პრაქტიკა გავრცელებული არ არის, - ამის შესახებ "ქართველ მუსლიმთა კავშირის" თავმჯდომარე ტარიელ ნაკაიძემ განაცხადა.

ნაკაიძის განმარტებით, ისლამი გოგონების წინდაცვეთას არ მოითხოვს.

"ეს ისლამური ტრადიცია არ არის. ასეთი რამ საქართველოში პირველად მესმის.

არც ქართველ და არც აზერბაიჯანელ მუსლიმებში მსგავსი ფაქტები არ არსებობს.

ისლამი გოგონების წინდაცვეთას არ მოითხოვს, რელიგია ამას არ ავალდებულებს, როგორც ეს ბიჭების შემთხვევაში ხდება", - განაცხადა ტარიელ ნაკაიძემ.

ცოტა ხნის წინ "ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტმა" (IWPR) გამოაქვეყნა მასალა, რომლის თანახმად, ყვარლის რაიონში მდებარე თივის, სარუსოს და ჩანტლისყურეს სოფლებში გოგონები წინდაცვეთის პროცედურას გადიან.

უტარებენ თუ არა გოგოებს წინადაცვეთის პროცედურას საქართველოში

მასალის თანახმად, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ აცნობა IWPR-ს, რომ უწყებაში პირველად გაიგეს საქართველოს ტერიტორიაზე წინდაცვეთის პრაქტიკის გამოყენების შესახებ.

თავის მხრივ, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებების კომიტეტის წარმომადგენელი IWPR-სთან საუბარში ირწმუნება, რომ აღნიშნული საკითხის გამოძიება დაიწყება.

IWPR-ის მასალაში აღნიშნულია, რომ გაერო-ში წინდაცვეთის პრაქტიკის გამოყენებას ადამიანის უფლებების დარღვევად და ქალის დისკრიმინაციის უკიდურეს ფორმად მიიჩნევენ.

myquiz