შსს თბილისში მომხდარ საზარელ მკვლელობასთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს | Allnews.Ge

შსს თბილისში მომხდარ საზარელ მკვლელობასთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისში მომხდარ საზარელ მკვლელობასთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს. როგორც უწყებაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე აღინიშნა, 70 წლამდე ქალის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 5 პირი. დაკავებულთაგან ერთი - 18 წლის გოგონა მოკლულის შვილია, მეორე გოგონას შეყვარებული, დანარენი 3 პირი კი მათი მეგობარი.

გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულთაგან სამმა პირმა 70 წლამდე ქალი ელექტროშოკით გაგუდეს, შემდეგ კი დანა ჩაარტყეს, მოკლედ და დაანაწევრეს, ამის მერე კი დანაწებრებული გვამი გლდანში მდებარე გაუქმებულ ნაგავსაყრელზე ორი ჩანთით გაიტანეს, ბენზინი გადაასხეს და დაწვეს.

თბილისში არასრულწლოვანი გოგონას მონაწილეობით მკვლელობა მოხდა

დაკავებულთაგან სამს დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი მკვლელობა ბრალდება, 2 პირს კი დანაშაულის შეუტყობინებლობა.

myquiz