დონალდ ტრამპის ქალიშვილი ივანკა | Allnews.Ge

დონალდ ტრამპის ქალიშვილი ივანკა

ამა წლის ზაფხულში, რესპუბლიკელთა ნაციონალურ შეკრებაზე, 34 წლის ივანკა ტრამპმა განაცხადა, რომ მამამისი დონალდ ტრამპი ქალთა უფლებებისთვის იბრძოლებდა. ბიზნესლედი დიდი ხანია იცავს მამას, რომელსაც მუდამ ადანაშაულებენ სექსიზმში და აცხადებს, რომ დონალდ ტრამპი ფემინისტია. მიუხედავად მამის საპრეზიდენტო კამპანიაში აქტიური მონაწილეობისა, ივანკა მამამისის მთავარი კონკურენტის - ჰილარი კლინტონის ქალიშვილის, ჩელსი კლინტონის უახლოეს მეგობრად რჩება.

Washington Post-ის ინტერვიუ 2016 წლის ერთ-ერთ მთავარ საფრთხედ დასახელებულ დონალდ ტრამპთან

ივანკა დონალდ ტრამპის უფროსი ქალიშვილია, რომელიც პრეზიდენტობის კანდიდატს ყოფილი მეუღლისგან, ჩეხი მოდელი ივანასგან ჰყავს. როდესაც ივანკა ათი წლის იყო, მისი მშობლები ერთმანეთს ხმაურიანად დაშორდნენ. პატარა გოგონას პაპარაცების ჯგუფები დასდევდნენ ნიუ-იორკში. ახლა ივანკა ძმებთან ერთად ოჯახურ ბიზნესზე მუშაობს, ის მამის კომპანიაში Trump Organization-ში აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტია.

"მამაჩემმა მე და ჩემ და-ძმებს გვასწავლა პოზიტიური ღირებულებების მნიშვნელობა", - ამბობს ივანკა.

გოგონა თინეიჯერობაში მოდელი იყო და პარალელურად კონექტიკუტი სწავლობდა. მოგვიანებით მოდელობას თავი დაანება და მამამისის ყოფილ ბიზნესსკოლაში შევიდა, პენსილვანიის უნივერსიტეტში. ტრამპის ორგანიზაციას ივანკა 2005 წელს შეუერთდა და ამჟამად კომპანიის ერთ-ერთი აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტია. მას აგრეთვე საკუთარი სამოდელო ბრენდი აქვს და მუშაობს წიგნზე სახელწოდებით "ქალები, რომლებიც მუშაობენ."

ივანკას სამი შვილი ყავს. მისი მეუღლე გამომცემელი და ინვესტორი ჯარედ კუშნერია, რომელსაც ივანკა 2009 წელს გაყვა ცოლად. ტრამპის ქალიშვილმა იუდაიზმი მიიღო, რათა საყვარელ მამაკაცზე გათხოვება შეძლებოდა.

ივანკა არ ერიდება ქმრისადმი მისი სიყვარულის შესახებ საჯაროდ საუბარს.

"როგორც სამი შვილის დედამ, ვიცი რამდენად რთულია მუშაობა, როდესაც ოჯახის გაძღოლა გიწევს. და ისიც ვიცი, რომ გაცილებით უფრო გამიმართლა, ვიდრე სხვებს.

ამერიკულ ოჯახებს ამოსუნთქვა სჭირდებათ", - განაცხადა ივანკამ.

მომზადებულია express.co.uk-ს მიხედვით

myquiz