ცესკომ პირველადი წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა | Allnews.Ge

ცესკომ პირველადი წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა

ცესკოს პირველადი წინასწარი შედეგებით საპარლამენტო არჩევნებში "ქართულმა ოცნებამ" ხმების 53.42%, "ნაციონალურმა მოძრაობამ", კი 24.69% მიიღო, - ამის შესახებ ცესკოში გამართულ ბრიფინგზე ცესკოს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, 3702 უბნიდან დათვლილია 423 საარჩევნო უბანი, რაც უბნების 11.43%-ს შეადგენს.

423 უბანზე დათვლილი შედეგების თანახმად "დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებულმა ოპოზიციამ" - ხმათა 4.66% მიიღო, "პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის" - 4.24%, "ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატები" - 3.21%, "ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა" 2.96%, "შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია" - 2.79% "უსუფაშვილი - რესპუბლიკელები" - 1.33%, "თოფაძე - მრეწველები, ჩვენი სამშობლო" - ამომრჩეველთა 0.99% მხარდაჭერა მიიღო.

myquiz