Samsung Galaxy Note 7-ის ახალი ვერსია თვითმფრინავში აალდა | Allnews.Ge

Samsung Galaxy Note 7-ის ახალი ვერსია თვითმფრინავში აალდა

Samsung Galaxy Note 7-ის ახალი ვერსია ავიაკომპანია Southwest Airlines-ის თვითმფრინავში აალდა. ავიაკომპანიის წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ ლუისვილიდან ბალტიმორში მიმავალი მგზავრის ევკუაცია აალებული ტელეფონის გამო თვითმფრინავის აფრენამდე რამდენიმე წუთით ადრე მოხდა.

კომპანიის წარმომადგენლების თქმით, ისინი თვითმფრინავში მომხდარ ინციდენტს უკვე იძიებენ.

"ამ დროისთვის ჩვენ ავიაკომპანიის წარმომადგენლებთან ერთად ვმუშაობთ, რომ სმარტფონზე წვდომა მოვიპოვოთ და აალების მიზეზი დავადგინოთ"- ნათქვამია Samsung-ის ოფიციალურ განცხადებაში.

ამ დრომდე კომპანიის წარმომადგენლები აცხდებდნენ, რომ სმარტფონის ახალი ვერსია უსაფრთხოა.

Samsung-მა ხარვეზების გამო სმარტფონის გაყიდვა 2 სექტემბერს შეაჩერა, რომელიც ბაზარზე აგვისტში გამოვიდა.

myquiz