სამართალდამცველებმა საქართველოს ტერიტორიაზე საბრძოლო მასალისა და ცეცხლსასროლი იარაღის მარაგი აღმოაჩინეს | Allnews.Ge

სამართალდამცველებმა საქართველოს ტერიტორიაზე საბრძოლო მასალისა და ცეცხლსასროლი იარაღის მარაგი აღმოაჩინეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან და მთავარ პროკურატურასთან ერთად, საქართველოს ტერიტორიაზე საბრძოლო მასალისა და ცეცხლსასროლი იარაღის მარაგს მიაკვლია.

შესაბამისი განცხადება შსს-ში რამდენიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე გაკეთდა.

უწყების ინფორმაციით, სხვადასხვა გეოგრაფიული ადგილმდებარეობიდან ამოღებულ იქნა დიდი ოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა, ფეთქებადი ნივთიერებები და ასაფეთქებელი მოწყობილობები.

"არსებული ინფორმაციით, აღნიშნული საბრძოლო საბრძოლო მასალის შენიღბულად დამარხვა სხვადასხვა პერიოდში განხორციელდა", - განაცხადეს შსს-ში.

myquiz