კომპანია Samsung-მა სმარტფონ Galaxy Note 7-ის გაყიდვები შეაჩერა | Allnews.Ge

კომპანია Samsung-მა სმარტფონ Galaxy Note 7-ის გაყიდვები შეაჩერა

კომპანია Samsung-მა სმარტფონ Galaxy Note 7-ის გაყიდვები შეაჩერა. ამის შესახებ Reuters-ი იუწყება.

გაყიდვების შეჩერების მიზეზი სმარტფონის ბატარეებთან დაკავშირებული პრობლემბია, რომელთა გამოც შესაძლოა თვითაალება მოხდეს. სულ Samsung-მა ასეთი 35 შემთხევა გამოავლინა.

ადრე გავრცელებული ინფორმაციით, კომპანიამ Galaxy Note 7-ის მიწოდება მოწყობილობის თვითაალების გამო შეწყვიტა.

სმარტფონ Galaxy Note 7-ის პრეზენტაცია აგვისტოს დასაწყისში შედგა.

სმარტფონების აფეთქებებს ხშირად სერიოზული შედეგები მოყვება. მაგალითად, ბრიტანელ გარეთ კლირს კანის გადანერგვა დასჭირდა, მას შემდეგ რაც ჯიბეში iPhone 6 აუფეთქდა. დაზარალებულის თქმით, კორპორაცია Apple მას ამ შემთხვევის შესწავლას დაჰპირდა.

myquiz