დედამიწაზე ხმელეთის ფართობი გაიზარდა | Allnews.Ge

დედამიწაზე ხმელეთის ფართობი გაიზარდა

უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში დედამიწაზე ხმელეთის ფართობი 58 ათასი კვადრატული კილომეტრით გაიზარდა. აღნიშნული განცხადება ნიდერლანდების დელტარესის ინსტიტუტის მეცნიერებმა გააკეთეს.

გარკვეული ტერიტორიების ხელოვნური დაშრობა უფრო მნიშვნელოვანი ფაქტორი აღმოჩნდა, ვიდრე მყინვარების დნობა და კაშხლების მშენებლობაა - ნათქვამია Nature Climate Change-ში გამოქვეყნებულ კვლევაში.

მეცნიერთა განმარტებით, ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში წყლის ქვეშ 115 ათასი კვადრატული კილომეტრი აღმოჩნდა, თუმცა, ამავდროულად, დაახლოებით 173 ათასი კვადრატული კილომეტრი წყლის ფართობი დაშრა.

ნიდერლანდელი მეცნიერები ნასას მიერ გადაღებულ დედამიწის ფოტოების გაანალიზებისას მივიდნენ დასკვნამდე, რომ ყინულის დნობა ყველაზე მეტად ტიბეტის მთიანეთში შეინიშნება, სადაც ამ პროცესის შედეგად ახალი დიდი ტბები წარმოიშვა.

საპირისპირო მაგალითის მოწმეები კი არალის ზღვის მაგალითზე გახდნენ.

1960 წლის შემდეგ ტიბს ფართობმა შესამჩნევი კლება დაიწყო, ახლა ის ორად არის გაყოფილი და ფაქტობრივად დამშრალია.

myquiz